შოთა, ვაჟა, გალაკტიონი — ეს იმ ქართველი პოეტების ჩამონათვალია, რომელთა სახელებიც Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან ახალი ჯინსის ქურთუკზე გამოჩნდა.

"გინდათ იცოდეთ, თუ ვის ეკუთვნის ეს სახელები?" — წერია Demna Gvasalia Daily-ის ინსტაგრამ გვერდზე და იქვეა განმარტებაც, რომ შოთა რუსთაველი მსოფლიოში სახელგანთქმული პოემის, ვეფხისტყაოსნის ავტორია, ვაჟა-ფშაველა გამოჩენილი ქართველი პოეტი, რომელმაც ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის გამორჩეული პოეტი იყო, რომლის შემოქმედებაც სხვა მწერლებზეც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა.

ჯინსის ქურთუკის შეძენა ონლაინ მაღაზიაში უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 2 035 გირვანქა სტერლინგი, ანუ 7122 ლარია.