საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ისტორიული პრეცედენტი შექმნა
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციულ მედიაციის კონკურსში ნახევარ ფინალში ითამაშა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კომერციული მედიაციის კონკურსი არის პლატფორმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომელიც ხელს უწყობს კოლეგების ერთმანეთთან შეხვედრას, მედიაციის პრაქტიკის დამკვიდრებასა და პროცესის გაუმჯობესების გზებზე მჯელობას.
შეჯიბრი ყოველწლიურად თებერვალში, პარიზში იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 66 გუნდი იღებს მონაწილეობას.
კითხვაზე, თუ რატომ არის კონკურსი და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, ანა ხურციძე გვპასუხობს:
"პირველ რიგში კონკურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პირადად გაიცნონ სამართლის წამყვანი სპეციალისტები. აგრეთვე კონკურსი გაძლევს შესაძლებლობას განიხილო მედიაციის კლინიკის გაუმჯობესების გზები და გააზიარო შენი გამოცდილება. ჩვენი მიზანია, სტუდენტებისთვის ამ უნიკალური გამოცდილების მიცემა, ქართული მედიაციის კულტურის შექმნა, იმისთვის, რომ ცნობდნენ ქართულ მედიაციის გუნდს, თავისი უნიკალური მოლაპარაკების უნარებით"
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში ითამაშა ისეთი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომლებსაც ძალიან კარგად განვითარებული მედიაციის კლინიკები აქვთ, მათ შორის:
- Benjamin Cardozo School of Law (აშშ);
- Sao Paolo Law School (ბრაზილია);
- Aarhus University (დანია);
- University of Montreal (კანადა) და სხვა.
ბოლო რაუნდში კი კონკურსის ფავორიტ, ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის გუნდთან იასპარეზა, რომელიც ფინალის გამარჯვებულიც გახდა.
გიორგი გუჯაბიძე ერთ-ერთია სამართლის სკოლის სტუდენტებს შორის, რომელმაც პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში მიიღო მონაწილეობა:
"ამ ხუთი დღის განმავლობაში მე თავი არ მიგვრძვნია შეჯიბრში, იმიტომ რომ თუ მედიაცია ნამდვილად გიყვარს, ეს შენი ცხოვრების წესი ხდება. ვეცადე ყველა როლური თამაში მომერგო იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად დამაჯერებელი. ჩემი მთავარი გასაღები კი მოქნილობა იყო, ხოლო ჩვენმა ქოუჩებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა კონკურსში. იმედი მაქვს მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება სამომავლოდ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად", - ამბობს სტუდენტი.
სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას სამართლის, მედიაციის და არბიტრაჟის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს.
კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლა ხარჯებს მთლიანად უნაზღაურებს. სტუდენტებს სპეციალურად შერჩეული ქართველი და ამერიკელი ქოუჩები წვრთნიან.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს მორიგი გამოწვევა ჯერ გაზაფხულზე INDR - საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრზე, ხოლო ზაფხულში ავსტრიაში დაგეგმილ დავის ალტერნატიული გადაჭრის საშუალებების - DRC კონკურსზე ელოდება, სადაც სამართლის გუნდი უკვე შერჩეულია საუკეთესო მომლაპარაკებელ 22 გუნდს შორის.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები