ოთარ ფარცხალაძის საქმის განხილვა მოსამართლის მივლინების მიზეზით გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პროცესი გადაიდო. საქმე სასამართლოს დღეს, 12 მარტს უნდა განეხილა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის განმხილველი მოსამართლე მივლინებაშია.
ლაშა თორდია ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება:
"გადავადება ერთია, მთლიანად პროცესიც და საქმეც არის სრულიად სხვა მიმართულებით წასული და არავის რეალური ინტერესი არ აქვს, რომ რეალური ჭეშმარიტება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით".
თბილისის საქალაქო სასამართლოში On.ge-ს განუცხადეს, რომ ფარცხალაძის გადადებული საქმის განხილვის თარიღი ცნობილი არ არის.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფარცხალაძის საქმის განხილვა გადაიდო. 2019 წლის თებერვალში პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
ლაშა თორდიას ცემის საქმე
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.
თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდება. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.
ბრალდებების პასუხად ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაკითხავდენ ყოფილ პროკურორს.
2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.
ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები