ქალთა ისტორიის თვე ილიაუნიში
ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს და გიწვევთ მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე:
ფილმის "უთქმელი ისტორიები" ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში
დოკუმენტური ფილმი "უთქმელი ისტორიები" XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა.
- ფილმის ჩვენება 12 მარტს, 19:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახში გაიმართება.
საჯარო დისკუსია "ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები"
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 21,7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად.
- დისკუსია 14 მარტს, 17:00 საათზე ილიაუნის A101 აუდიტორიაში გაიმართება.
საჯარო დისკუსია "ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული"
დისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა.
- დისკუსია 18 მარტს, 17:00 საათზე ილიაუნის A101 აუდიტორიაში გაიმართება. ელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა – "მომავალი ეკუთვით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა"
ილიაუნის A კორპუსის ეზოში, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის.
- საჯარო კითხვა 20 მარტს, 16:00 საათზე, ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება.
ფილმის "მე მქვია მალალა" ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში
ფილმი "მე მქვია მალალა" პაკისტანელი აქტივისტის, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
- ფილმის ჩვენება 22 ამრტს, 19:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახიში შედგება.
საჯარო ლექცია "სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები"
ლექციაზე "სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები" სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტ თამარ დეკანოსიძესთან ერთად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის ხარვეზების შესახებ მომზადებული მასშტაბური კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩიკაგოს ნორთ-ვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიჯიტ არიმონდთან ერთად კი ზემოაღნიშნული საკითხების ამერიკული მოწესრიგების მოდელზე იქნება საუბარი.
- საჯარო ლექცია 26 მარტს, 17:00 საათზე წიგნის სახლ ლიგამუსში გაიმართება.
საჯარო ლექცია "საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება"
საჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი.
- საჯარო ლექცია 28 მარტს, 17:00 საათზე წიგნის სახლ ლიგამუსში გაიმართება.
"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა შეფასდება ერთი პროცენტით.
- ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები