ინტერნეტი 30 წლისაა! შეუერთდი ჩართეს ონლაინ კამპანიას
12 მარტს ინტერნეტს - ანუ მსოფლიო ვებს (World Wide Web) - ზუსტად 30 წელი შეუსრულდა. ამ განსაკუთრებულ თარიღს ზეიმობენ ინტერნეტის შექმნელის - სერ ტიმ ბერნერს-ლის - მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები World Wide Web Foundation და Alliance for Affordable Internet (A4AI).
იანვრის თვეში A4AI-ს ასოციაციის ოფიციალურ პარტნიორებს შორის მიიღეს ქართული პროექტი ჩართე (უფრო ზუსტად კი მისი საერთაშორისო ანალოგი GiveInternet.org). ჩართე ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სულ რაღაც რამდენიმე წუთში და თუნდაც 1 ლარად გახდეს ონლაინ დონორი და „ჩაურთოს“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ქართული პროექტი უერთდება მსოფლიო კამპანიას და მოგვიწოდებს, ჩავერთოთ ჩვენც.
როგორ მივიღო მონაწილეობა კამპანიაში?
- გახდით ონლაინ დონორი თუნდაც 1 ლარად: Charte.ge
ან/და
- გააზიარეთ პროექტი Facebook-ზე ჰეშტეგებით #Web30 #ჩართე და მოუწოდეთ სხვებს, გააზიარონ ან გახდნენ ჩართეს ონლაინ შემომწირველები.
Facebook-ზე პროექტი ჩართეს გაზიარებისას პლატფორმას საშუალოდ 3 ლარი ემატება!
როგორ მუშაობს ჩართე?
ჩართე მარტივი და გამჭვირვალე პლატფორმაა. ონლაინ დონორად დასარეგისტრირებლად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.
- შედიხართ საიტზე Charte.ge;
- ირჩევთ სასურველ თანხას, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად ჩამოგეჭრათ;
- არეგისტრირებთ საბანკო ბარათს.
ახლა თქვენ უკვე ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს და ყოველთვიურად მიიღებთ ჩართეს გამჭვირვალობის ანგარიშს პროექტის თითოეული დანახარჯისა და აქტივობის აღწერით. თქვენ მიერ დაფინანსებული ბენეფიციარი მიიღებს ლეპტოპს, უფასო წვდომას ონლაინ კურსებზე და ჩართეს გუნდის უწყვეტ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას. პროექტს უკვე 500-მდე ყოველთვიური დონორი ჰყავს. ჩართულია 300-ზე მეტი უფროსკლასელი.
რატომ ინტერნეტი?
ჩართეს გუნდის აზრით, ინტერნეტი არის მსოფლიო ცოდნის უმთავრესი (და ხშირად ერთადერთი) წყარო და კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომლის გარეშეც დღეს წარმატების მიღწევა შეუძლებელია. საქართველოში 78000 სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეა, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენებასთან ერთად იზრდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ვითარდება კომპიუტერული უნარ-ჩვევები, იზრდება სოციალური კაპიტალი, დასაქმებისა და შემოსავლიანობის შანსები.
განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის პენეტრაციის 10%-იანი ზრდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.35%-იან ზრდასთანაა კორელაციაში. ამგვარად, ჩართეს პროექტში მონაწილეობით თქვენ შეცვლით არა მხოლოდ ერთეული მოსწავლეებისა და მათი ოჯახების ცხოვრებას, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკას.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები