საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს
საქართველოს ბანკმა საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ ხუთ პროექტს, საქართველოს ბანკი 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, ბანკი 250 ათას ლარამდე დაფინანსებას გასცემს. საქართველოს ბანკის ფონდ "სიცოცხლის ხის" მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი კი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას, უზრუნველყოფს. 2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 143-მა პროექტმა მიიღო, 5 გამარჯვებული კი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა, დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა.
გამარჯვებული პროექტებია:
სოციალური საწარმო-მოირგე
პროექტის მიზანია ქ. ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის და მობილობის გაუმჯობესების მიზნით.
საინიციატივო ჯგუფი "თეატრო მობილე"-ს პროექტი - "ფორთოხლისფერი ავტობუსი"
"ფორთოხლისფერი ავტობუსი" წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილების და მონო სპექტაკლის გამართვა. ასევე, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენის მოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, თეატრი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფორმანსები, სპექტაკლები. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.
პოლიეთილენის ნარჩენების მართვა- Plastic watcher
პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით. საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს ჭრელი წინდები
სოციალური საწარმოს მიზანია ბაბალეს ჭრელი წინდების წარმოება. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობის, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით. საწარმოს შექმნის შედეგად მოხდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.
ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი - "ინკლუზიურობა მოდაში"
პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს - "ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი". შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი, დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა კი ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.
საქართველოს ბანკი ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 10 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები