შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფრომაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს კუსტარულად დამზადებული "მეტადონის" შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე "მეტადონის" შემცველი 50 აბი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.