"გალტ & თაგარტმა" "კრისტალის" 15 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
გალტ & თაგარტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის +4%-ით განისაზღვრა.
"კრისტალს" საქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. კრისტალის კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი "კრისტალს" ქალი მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიან პირობებში შეთავაზებას, ბიზნეს უნარებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და "კრისტალი", როგორც ამ ეკონომიკის ნაწილი თავისი წვლილის შეტანას, მისი ქალი მეწარმეების გაძლიერებით შეეცდება.
"კრისტალი" მოხარულია გამოაცხადოს კორპორაციული ობლიგაციის რიგით მეორე განთავსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ემისიის განხორციელების აგენტის, "გალთ & თაგარტის" მთელ გუნდს და ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციის განთავსებით მიღებული სახსრები მოხმარდება ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი მიკრო-ბიზნესის მზარდ მცირე საწარმოებად ტრანსფორმაციას", - განაცხადა "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.
"მინდა მივულოცო "კრისტალის" მთელ გუნდს წარმატებული ემისია. ეს კრისტალისთვის უკვე რიგით მეორე წარმატებული საჯარო ემისიაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას ამ ორგანიზაციის მიმართ. ასევე, მინდა ეს ტრანზაქცია მივულოცო "გალტ & თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები