ბრიტანეთში ხელისუფლებამ მედიას ახალი ზელანდიის თავდასხმის ვიდეოების წაშლა მოსთხოვა
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ მედიაგამოცემებს თავისი საიტებიდან ახალი ზელანდიის ტერაქტის ამსახველი ვიდეოების წაშლა მოსთხოვა. მთავრობის პრესპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმის კადრები სოციალურ ქსელით სწრაფად გავრცელდა და მასალის წასაშლელად მათ უკვე მიიღეს ზომები.
"მთავრობისთვის ცხადია, რომ ყველა კომპანიამ სწრაფად უნდა იმუშაოს, რათა ტერორისტული კონტენტი წაშალოს. ტერორისტებს პროპაგანდისთვისა და რადიკალური შეხედულებების გავრცელებისთვის უსაფრთხო ადგილი არ უნდა ჰქონდეთ", — განაცხადა პრესსპიკერმა.
15 მარტს ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე დაშავდა.
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა 17-წუთიანი ვიდეო გადაიღო, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სოციალური ქსელით გაავრცელა. არსებობს მოსაზრება, რომ განხორციელებული თავდასხმა დასაწყისიდანვე ხალხის ყურადღების მიპყრობასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე იყო გათვლილი.
ინციდენტამდე ინტერნეტ-ფორუმ 8chan-ზე, სავარაუდოდ თავად თავდამსხმელმა, გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდის ბმული, სადაც ის ინციდენტის პირდაპირ ეთერში ჩვენებას გეგმავდა. მან ასევე 73-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც ის თავდასხმის მოტივებსა და სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. ფეისბუქმა აღნიშნული გვერდი და ვიდეო უკვე წაშალა.
თავდამსხმელის მიერ გავრცელებული ვიდეო და წერილი საზოგადოების ყურადღების მიქცევაზე იყო გათვლილი. ვიდეოს დასაწყისში თავდამსხმელი აცხადებს: "გახსოვდეთ, გამოიწერეთ Pewdiepie-ს არხი". PewDiePie, იგივე ფელიქს კელბერგი მსოფლიოში ცნობილი იუთუბერია, რომელსაც ამჟამად ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.
თავდამსხმელის მიერ გავრცელებულ წერილში შეხვდებით რასიზმსა და შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში თეთრკანიანი ადამიანების დევნა მიმდინარეობს. მის წერილში ასევე ნახსენებია თამაში Fortnite და Spyro the Dragon. ისევე როგორც ქენდის ოუენსი, რომელიც ცნობილი ამერიკელი კონსერვატორია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები