შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჯერად არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

"მე მინდა, მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას ეხება ეს, აქტივისტებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით იქნას აღჭურვილი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე", — განაცხადა მინისტრმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციოს ძალების ყოფნა არ დასტურდებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კი აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზის გავლების ახალი ნიშები არ შეინიშნებოდა.

ამავე თემაზე: