ადა მარშანიას 10 ფრაზა "ემოციურად გადავსებული" გამოსვლიდან
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ადა მარშანიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ემოციურად გადავსებული" იყო. დეპუტატმა თავადვე შეამზადა აუდიტორია, რომ სიტყვა მომზადებული არ ჰქონდა და "იმას იტყოდა, რაც თავში მოუვიდოდა".
ადა მარშანიამ 11-წუთიან გამოსვლაში გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება.
10 ფრაზა ადა მარშანიას გამოსვლიდან
"ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?"
"მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ".
"რომ გაგიჟდეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და შეუერთდეს ნაციონალურ მოძრაობას და მერე თქვენ [ქართულ ოცნებას] რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო..."
"ამ დარბაზში ერთადერთი აფხაზი ეროვნების დეპუტატი ვარ, ეს ტრაგედიაა პირადად ჩემი და ქვეყნის არასწორი პოლიტიკის შედეგია. მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის, რომ მესარგებლა ამ უნიკალურობით პარლამენტში. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა".
"ქალბატონო მინისტრო, გგონიათ, თქვენ დაიმსახურეთ ეს თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე. თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე".
"პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან, თქვენ [თეა წულუკიანი] პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, თქვენი გუშინდელი მთელი დღის ნარცისობა ვიხილეთ".
"თქვენი დამსახურებაა ბატონო კობახიძე, რომ პარლამენტს არავითარი ავტორიტეტი არ აქვს ქვეყანაში, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი განულებულია. ჩვენი ბრალია, რომ ვითმენთ ამ ვითარებას და ამ დგომარეობას".
"პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს".
"თქვენი [თეა წულუკიანის] მოხსენება იყო ფარისევრული, გაგიმარჯოთ თქვენ იმ თქვენს მიღწევებში..."
"ის, რომ ჩვენ კატასტროფა მივიღეთ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით თქვენი [თეა წულუკიანის] პასუხისმგებლობაა და თქვენ ხართ თავში, შუაში და ბოლოში ამ პასუხისმგებლობის"
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები