ირაკლი სესიაშვილი რელიგიურ კონფესიებთან გარიგებას ცდილობს — ბიბლიური თავისუფლება
ბიბლიური თავისუფლების ინფორმაციით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რელიგიური კონფესიების ლიდერებს კულუარულად ელაპარაკება და მათთან გარიგებას ცდილობს. მათივე ცნობით, სესიაშვილი მათ კანონმდებლობის ისეთ მოდელს სთავაზობს, რომლითაც ჯარისგან გათავისუფლების პრივილეგიით ბიბლიური თავისუფლების გარდა ყველა კონფესია ისარგებლებს.
რელიგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათ არ სჯერათ, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც რწმენაზე აქვს პრეტენზია და ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაშია, სახელმწიფოსთან ასეთ გარიგებაში შევა.
"თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია, რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო — მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა, პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას", — აცხადებენ ბიბლიურ თავისუფლებაში.
მათივე თქმით, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაზე თანხმობას ბიბლიური თავისუფლება მიუტევებელ ცოდვად აღიქვამს და ამაზე შესაბამისი პასუხი იქნება.
ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. მან იდეის გაჟღერებისას განმარტა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.
სესიაშვილმა 2019 წლის 18 მარტს განმარტა, რომ მისი ინიციატივა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს ეხება. თუმცა, მისივე თქმით, თუ მართლმადიდებელ მღვდლებს რაიმე სხვა ნორმა იცავს, ეს მის კანონპროექტთან კავშირში არ არის. მეორე დღეს კი ირაკლი სესიაშვილმა თავისი კანონპროექტის განხილვის გადადება ითხოვა.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები