დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილე და თიბისის მორიგი კამპანია ხელოვნების პოპულარიზაციისთვის
ვინც თიბისის მობაილბანკითა და ინტერნეტბანკით სარგებლობთ, შეამჩნევდით, რომ რამდენიმე დღეა აპლიკაციასა და ვებზე ახალი ვიზუალური ფონი გამოჩნდა. ნამუშევარი, რომელსაც ინტერნეტ და მობაილბანკის ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ყოველდღიურად ნახულობს, გამოჩენილ ქართველ მხატვარს, დავით კაკაბაძეს ეკუთვნის.
თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში XX საუკუნის ხელოვანის, დავით კაკაბაძის იმერული პეიზაჟების სერიიდან, ნამუშევარს - "წითელ მთას" შეხვდებით.
მისი ნამუშევრების თიბისის ციფრულ არხებში გამოჩენა მხატვრის 130 წლის იუბილეს უკავშირდება. თიბისი უკვე მრავალი წელია ხელოვნების მხარდამჭერია, რასაც 2017-2018 წლებში პეტრე ოცხელის ნახატების რესტავრაცია და შემდგომ მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაც მოწმობს.
კულტურული და საგანმანათებლო პროექტებით თიბისი მუდმივად ცდილობს მე-20 საუკუნის ისეთი ხელოვანების შემოქმედების გადმოტანას თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში, როგორებიც პეტრე ოცხელი და დავით კაკაბაძე იყვნენ.
თიბისის პროექტებს მუდმივად ახლავს თან საგანმანათლებლო კომპონენტი. სახელოვნებო მემკვიდრეობის აღსაქმელად თანამედროვე ტექნოლოგიების ნოვატორულად გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წარსული ეპოქების ექსპონატებს ახალ მედიუმებში უფრო იოლად აფასებენ.
"ჩვენს მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამები მუდმივად სთავაზობს საზოგადოებას ლექციებს, დისკუსიებს, საუბრებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მაღალი რანგის პროფესიონალების მონაწილეობით.
ამავდროულად, სახელოვნებო პლატფორმა "პროექტი 12" მუდმივად ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. ხელოვანებს აძლევს თვითრეალიზებისა და განათლების შესაძლებლობას, ისე როგორც 2017 წელს პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში 12-მა ახალგაზრდა ხელოვანმა მხატვრის შემოქმედება სხვადასხვა თანამედროვე ფორმით წარმოადგინა.
პროექტის ფარგლებში ქართველ არტისტებს საშუალება ეძლევათ თავიანთი იდეები განახორციელონ და თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ", - ამბობს პროექტის კურატორი, ნინა ახვლედიანი.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, საგამოფენო დარბაზების გარდა, ალტერნატიულ სივრცეებშიც შევახვედროთ მომხმარებელი და ხელოვნება ერთმანეთს. თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული არხების განვითარება და სწორედ ამიტომ დავით კაკაბაძის იუბილეს შესახებ კომუნიკაციაც პირველ ეტაპზე ამ არხებით დავიწყეთ. ინტერნეტ და მობაილ ბანკში დავით კაკაბაძის ნამუშევარი გამოჩნდა, რომელსაც ჩვენი ნახევარ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ნახავს. დროთა განმავლობაში, ამ ნამუშევარს შევცვლით და მომხმარებლებს მრავალფეროვან და მუდმივად განახლებად ვიზუალებს შევთავაზებთ. საბოლოო ჯამში, ციფრული სივრცე არ იქნება ერთადერთი, სადაც დავით კაკაბაძის შემოქმედებას გავუწევთ პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურ აქტივობას ვგეგმავთ", - ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელი.
მოდერნისტი მხატვარი დავით კაკაბაძე როგორც ფერწერისა და გრაფიკის, ისე კინოსა და თეატრის მხატვრობის მიმართულებითაც მუშაობდა. ამასთანავე იღებდა ფოტოებს.
იმერულ პეიზაჟებზე მუშაობა მხატვარმა პარიზში გამგზავრებამდე დაიწყო და დაბრუნების შემდეგაც გააგრძელა. იმერეთის პეიზაჟები უშუალოდ აღმოსავლური ფორმებისა და ავანგარდული ხედვის სინთეზს უკავშირდება.
დავით კაკაბაძის ნამუშევრები ოჯახის კოლექციასა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები