არ დავინტერესებულვარ — გახარიას პასუხი კითხვაზე, ჩაიყვანეს თუ არა ლევან ყიფიანი სარდაფში
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ არ დაინტერესებულა ჩაიყვანეს თუ არა სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში. მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი თავად ყიფიანმა უნდა გასცეს.
"ეს არის გამოძიების დასადგენი საკითხი. რამდენიც ფორმალური იურიდიული საფუძველი ამ გამოიძიების არსებობს იმდენ ხანს გაგრძელდება", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
2018 წლის 10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ამავე არხზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობაც კი უნდოდა.
ომეგა ჯგუფის საქმეზე ლევან ყიფიანმა პროკურატურას 9 სექტემბერს ჩვენება მისცა. დაკითხვა 18 საათი გაგრძელდა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ მასალაზე და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ოქუაშვილთან ერთად უცხოელი პარტნიორებისთვის დადგა. მანვე განმარტა, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ოქმის მიხედვით, "სარდაფის ეპიზოდში" ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს, "თრილერს" და "სრულ სისულელეს" უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
რუსთავი 2-მა მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "სარდაფის" იმ ეპიზოდზე საუბრობდა, რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უარყო. პროკურატურაში ყიფიანზე სავარაუდო გაუპატიურების მუქარის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები