არცერთი წუთით არ ვნანობ იმას, რაც მაშინ მოხდა — გიორგი გახარია ზვიად რატიანის საქმეზე
"არცერთი წუთით იმაზე რაც მოხდა მაშინ არ ვნანობ. იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სადა ვართ და რას ვამბობთ იმაზეც", — ასე შეაფასა გიორგი გახარიამ მწერალ ზვიად რატიანის საქმე.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას არ ნანობს მინისტრი, გახარიამ უპასუხა, რომ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობდა.
"პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება ძალადობის და ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, კანონმდებლობით დადგენილი. სხვანაირად სახელმწიფოში წესრიგი ვერ დამყარდება", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა TV პირველის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სამინისტროს დანაშაული ის, რომ რატიანის კადრები გავრცელდა და მას ზეწოლის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, გახარია პასუხობს, რომ ცუდია თუ რატიანს ქვეყნის დატოვება მოუწია, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა, რაც სასამართლომაც დაადგინა.
"რა ქნას იმ პოლიციელმა, რომელიც ასევე იყო ნაჩვენები და რომელსაც ამ ადამიანმა პირდაპირ ეთერში, ქალაქის ცენტრში მიაყენა შეურაცხყოფა, არ მინდა ახლა იმ სიტყვების გამეორება. ამ ადამიანის უფლებებს თქვენ არ იცავთ?" — ჰკითხა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ზვიად რატიანის საქმე
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.
საზოგადოებრივმა მაუწყებლის თვთრეგულირების მექანიზმის სააპელაციო საბჭომ პირველ მარტს რატიანის ვიდეოს მათ ეთერში გავრცელების საკითხი განიხილა და პერსონალური მონაცემების დარღვევა ვერ დაინახა.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები