თუ საზღვარგარეთ გინდა ისწავლო იაფად, მაშინ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მიხვიდე
შენი ოცნების ახდენა შენს ხელშია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი და საჭირო ადგილას, საჭირო დროს უნდა აღმოჩნდე. ცხოვრებაში იშვიათად ხდება ისე, რომ ვინმემ გიკარნახოს, სად იხსნება შენი მომავლის კარი. თუმცა, შენ იღბლიანი ხარ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ადგილს მიგასწავლით, სადაც დაგეხმარებიან გაიკვლიო გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებამდე, თანაც დიდი ფინანსების გარეშე.
საქართველოში არსებობს წარმოდგენა, რომ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად ძალიან დიდი ფინანსური გარანტიები უნდა გქონდეს. შესაძლოა, შენც იმ ადამიანების სიაში იყო, ვინც ასე ფიქრობს, თუმცა რეალობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განსხვავდება წარმოდგენებისგან. თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარება ზემოთ თქმულში, ამის გადამოწმების უნიკალური შანსი 29, 30 და 31 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში — განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მოგეცემა.
განათლების საერთაშორისო გამოფენა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონების მოსახლეობისათვის საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივების გაცნობის მიზნით ტარდება. ჩათვალეთ, ეს არის თქვენი შანსი პირისპირ გაესაუბროთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლაში დაგეხმარებათ. მათ შორის, სტიპენდიების, დაფინანსებისა და ჩასაბარებელი გამოცდების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საუნივერსიტეტო პროგრამების გარდა წარმოდგენილი იქნება საზაფხულო ბანაკები და სკოლები:
- KTU - Kaunas University of Technology;
- MRU - Mykolas Romeris University;
- EU Business School;
- GISMA Business School;
- Wittenborg University of Applied Sciences;
- Schiller International University;
- IUBH University of Applied Sciences;
- European School of Economics;
- Rotterdam University of Applied Sciences;
- Solbridge International School of Business;
- Saxion University of Applied Sciences;
- Budapest Metropolitan University;
- Riseba University;
- Quasar Institute for Advanced Design;
- LUISS Business School;
- Tio University of Applied Sciences;
გარდა წარმოდენილი უნივერსიტეტებისა, საშუალება გექნებათ დაესწროთ გიორგი ჩავლეიშვილის ლექციას, რომელიც წლების განმავლობაში ასობით სტუდენტს დაეხმარა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასა და დაფინანსების მოპოვებაში. გიორგი ჩავლეიშვილი LEAF-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი და College Counseling-ის პროგრამის ხელმძღვანელია. მისი ლექციიდან ზუსტად გაიგებთ, რა მოთხოვნები აქვთ უნივერსიტეტებს და რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ, რომ მიიღოთ დაფინანსება.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისვლა საქართველოს სამ ქალაქში შეგიძლიათ.
- 29 მარტს — თბილისში, საერთაშორისო აკადემია ლოგოსის შენობაში (პეკინის 34);
- 30 მარტს — ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში (აღმაშენებლის გამზ. 20);
- 31 მარტს — ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში BAU (ა. აბაშიძის 14);
სამივე ქალაქში გამოფენა 12:00 სთ-ზე გაიხსნება და 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.
ეს სწორედ ის შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ვინ იცის, იქნებ ასობით წარმატებული სტუდენტის მსაგვსად, სწორედ აქედან იწყება შენი ცხოვრების დიდი გზაც?!
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები