ლადო აფხაზავამ მასწავლებლთა გლობალური ჯილდო ვერ მოიპოვა. პრიზი კენიელ მასწავლებელს, პიტერ ტაბიჩის ერგო. გამარჯვებული ღონისძიების წამყვანმა, ჰიუ ჯეკმანმა ახლახანს გამოაცხადა.

ღონისძიების მიმდინარეობის ჰიუ ჯეკმანმა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლებისთვის იმღერა და იცეკვა კიდეც.

ლადო აფხაზავა მასწავლებლთა გლობალური ჯილდოზე 179 ქვეყნის წარმომადენლის 10 000 განაცხადიდან შეარჩიეს. მალევე ის საუკეთესო 50 მასწავლებლის სიაში მოხვდა და საბოლოოდ, ფინალისტების ათეულში.

ფინალამდე აფხაზავა ამბობდა, რომ გამარჯვება აუცილებელი არ არის და თავად უკვე გამარჯვებულია, რადგან ამ კონკურსს დამარცხებული არასდროს ყოლია.

აფხაზავას მიღებული აქვს საქართველოს მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, მენტორი მასწავლებლის სტატუსი და ამავდროულად ის არის გლობალური ჯილდოსა და ვარკის ფონდის ელჩი.

გაიეთ მეტი აფხაზავაზე: