კომიტეტში კვიციანის ინიციატივას რელიგიური გრძნობების დაცვაზე პირველი მოსმენით განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა განიხილონ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის შესახებ.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი და ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის მქონე ორგანიზაციის, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე არიან.
კვიციანი მოითხოვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს. ის ფიქრობს, რომ სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.
პატრიოტთა ალიანსის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2018 წლის აპრილში განიხილეს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ინიციატივას პრინციპულ დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა შენიშვნები შეიტანეს და კანონპროექტის დახვეწის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსეს.
კვიციანის ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა, როგორც არასამთავრობო სექტორში ისე რელიგიურ ორგანიზაციებში. კანონპროექტს გამოეხმაურა პლატფორმა "არა ფობიას!". ის მიიჩნევს, რომ ინიციატივა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მათივე განცხადებით ეს საზოგადოების კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაა.
კანონპროექტს ეთანხმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა აცხადებს, რომ ამან სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს. ამის შესახებ On.ge-ს 2018 წლის აპრილში, კანონპროექტის განხილვის პარალელურად პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უთხრა.
სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი ამბობდა, რომ კანონპროექტი საქართველოს საპატრიარქოზეა მორგებული. გარდა ამისა, მისი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანის გამოხატვის უფლება შეიზღუდოს.
კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე
კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსიით მიღების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ზვიად ტომარაძის ავტორობით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე მეორედ განიხილეს. პირველად 2016 წელს, მაშინ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და შესაბამისად, ჯარიმას ითვალისწინებდა. მაშინ კომიტეტმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტის დახვეწის რეკომენდაციით მიმართა.
ამავე თემაზე:
- კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ - რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები
- რელიგიათა საბჭო გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტზე: რეპრესიული გზები პრობლემას გაზრდის
- გრძნობებს კანონის ჩარჩოებში ვერ ჩასვამ - რელიგიური ორგანიზაციები კვიციანის ინიციატივაზე
- კვიციანი: რელიგიურ გრძნობებზე კანონს საერთაშორისო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან
- არა ფობიას!: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯა არაკონსტიტუციურია
- რესპუბლიკელები სოფო კილაძის განცხადებას რელიგიური შუღლის გაღვივების ხელშეწყობად აფასებენ
- ოცნების 5 დეპუტატი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით დარეგულირებას ეთანხმება
- რელიგიური გრძნობების დასაცავ კანონპროექტზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
კომენტარები