რუსული სქემა — რა მეთოდებით იბრძვის რუსეთი საქართველოს ინტელექტის ოკუპაციისთვის
რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორმით ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად რუსული საფრთხე საქართველოში საავტორო უფლებებს ემუქრება. ბოლო დროს, ქართველი ხელოვანები საქართველოში რუსეთის მხრიდან ინტელექტის ოკუპაციის მცდელობაზე ბევრს საუბრობენ.
საავტორო უფლებების სფეროში რუსულ საფრთხეებზე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას – "არა ინტელექტის ოკუპაციას" ყოველდღიურად უერთდებიან ცნობილი ქართველი მომღერლები, კომპოზიტორები თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.
ქართულ ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო უფლებებს რუსული საფრთხე 2019 წლის დასაწყისიდან ღიად შეეხო, თუმცა პროცესები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და პრიორიტეტული პროექტების საბჭოს სხდომაზე ციფრული ეკონომიკის პროგრამის შექმნა დააანონსა.
პრეზიდენტის ინიციატივა სხვადასხვა სფეროს შეეხო, მათ შორის საავტორო უფლებების სფეროსაც. 2017 წელს რუსეთის ავტორთა საზოგადოების (RAO) მიერ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია EACOP-ი შეიქმნა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი – IP CHAIN -ი დაარსდა, რაც რუსეთს საკმაოდ ძვირი, თითქმის 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
ცენტრის მმართველად რუსული კრიმინალურ-კლანური ჯგუფის წევრი – ანდრეი კრიჩევსკი დანიშნა. ის ხშირად ექცევა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში. ჟურნალისტები ბევრს წერენ და საუბრობენ კრიჩევსკის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან.
2018 წლის მიწურულს, კრიჩევსკი, 4-კაციანი შემადგენლობით, თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარესთან, გიგა კობალაძესთან შეხვედრა გამართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და IPChain-ით სარგებლობის შესახებ შეთავაზება მიიღო. ამ დროს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რეგიონში უკვე ლიდერის პოზიციას იკავებდა და რუსეთის ინტერესი მის მიმართ საკმაოდ გაძლიერებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელობამ საკუთარი პოზიცია ადგილზევე დააფიქსირა და რუსეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულმა კრიჩევსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია, თანამშრომლობის მიზნით, აწარმოებს მოლაპარაკებებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან და ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
როგორც ჩანს, რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დასაყრდენს ვერ მოძებნიდა და აქტიური კომუნიკაცია რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან დაიწყო. სწორედ რუსეთში მოღვაწე მომღერლები (დათო ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე) უკვე ერთი თვეა ასევე აქტიურად მუშაობენ, საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციაზე და პარალელურად ცდილობენ ამავე სფეროში ახალ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის შექმნას.
არა ინტელექტის ოკუპაციას — ამ კამპანიის პარალელურად, საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, ალტერნატიული ორგანიზაციის შესახებ სპეციალური განცხადებაც გავრცელდა. ასოციაციის წარმომადგენლები ქართველ ხელოვანებს, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
"როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ჯგუფის წარმომადგენლები უკავშირდებიან ჩვენი ასოციაციის წევრებს და ჰპირდებიან ფულის გადახდას მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ.
გვსურს მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მათი მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს და დაპირებები ატარებს მოსყიდვის ნიშნებს, რადგან ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს.
გამომდინარე აქედან, უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ მათთან რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლისაგან და ყოველი ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში შეგვატყობინოთ ასოციაციაში", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები და ქართველი ხელოვანები აცხადებენ, მიმდინარე მოვლენებმა და კონკრეტულმა ადამიანებმა (დათო ხუჯაძემ და აჩი ფურცელაძემ) შესაძლოა საავტორო უფლებების დაცვის სფერო, საქართველოში საბოლოოდ საშინელ კრიზისამდე მიიყვანოს.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები