სალომე ზურაბიშვილი

25 Mar. 2019, 12:08

ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან დამძიმდა საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები, ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილზე, ეს იქნება გატაცებები, თუ ეს იქნება ის მუქარები, რაც ისმოდა თუნდაც ბოლო პერიოდში სწორედ ნატოს წვრთნების შესახებ. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან. იცოდნენ, რომ ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო გეგმებს, რომლებიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა იკეტება გადასვლის პუნქტები საოკუპაციო ხაზთან. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს, სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ შეგუებული იმას, რომ ეს საკითხი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება, თუ ამას ჩვენი პარტნიორები ყოველდღე არ გაახსენებენ რუსეთს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. რაც არ უნდა მოხდეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ