მიზანს მივაღწიე — თამაზ ახობაძემ ის თანამდებობა დატოვა, რომელზე აღსადგენადაც 5 წელი დავობდა
თამაზ ახობაძე, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრში თანამდებობაზე აღსადგენა ხუთი წელი იდავა, თანამდებობა დატოვა. მან On.ge-ს უთხრა, რომ მიზანს მიაღწია და მუშაობა არ უღირს იმ სამსახურში, სადაც ხელმძღვანელი "ფულზე მოვაჭრეს" ეძახის.
"ჩემი ბრძოლის მიზანი არ ყოფილა სამსახურში, ხუთი წლის წინ დაკავებულ თანამდებობაზე, დაბრუნება და შესაბამისად, მორიგების ეტაპზე მე არაერთხელ შევთავაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრს ალტერნატიული გზები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სანაცვლოდ", — აღნიშნავს ახობაძე Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტზე.
მისი თქმით, ის დანაშაულის პრევენციის ცენტრს სთავაზობდა სამ გზას: სხვა ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენათ, ვერ-აღდგენის კომპენსაციას ან ბოდიშის მოხდას
"ამ დავის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა, იმისათვის რომ ჩემი ბრძოლა სამაგალითო იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის, იმისათვის რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მოექცეს საჯარო მოხელეს ისე, როგორც მე მომექცა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი", — განმარტავს ის.
თამაზ ახობაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა 27 თებერვალს დაიწყო. ის 7 საათზე სამინისტროსთან კარვის გაშლასაც გეგმავდა, თუმცა მან გაიგო, რომ თანამდებობაზე აღადგინეს.
ახობაძის საქმე
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან დავით მაისურაძის გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4-წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.
2018 წლის 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული.
ანა სუბელიანმა სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა 2018 წლის 29 დეკემბერს შეწყვიტა. ის განაცდურის ანაზღაურებას დათანხმდა. როგორც სუბელიანმა აღნიშნა დათანხმდა იმაზე ნაკლებს ვიდრე ეკუთვნოდა.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები