7 იაპონური სიტყვა, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგვეხმარება
შეიძლება თუ არა იაპონური ენიდან უნიკალური სიტყვებისა თუ იდეების თარგმნა დასავლურ საზოგადოებას დაეხმაროს?
იაპონელი მწერლის, მარი ფუჯიმოტოს ახალი წიგნი, Ikigai და სხვა იაპონური სიტყვები, რომელთაც ღირს, რომ მისდიო, ისეთ იდეებს ეხება, რომელთა გააზრებაც დასავლური კულტურის წარმომადგენლებს ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებაში შეიძლება დაეხმაროს. თავად სიტყვა Ikigai იაპონური კონცეფციაა, რომელიც ცხოვრების მიზეზს გულისხმობს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც: ის, რისთვისაც ცოცხლობ ან მიზეზი, რის გამოც დილით იღვიძებ.
წიგნის შესავალში ფუჯიმოტო მოგვითხრობს: "ორი წლის ვიყავი, როცა მთელი ოჯახი კანსაის რეგიონის მახლობელ, სოფლის ტიპის დასახლებაში გადავედით საცხოვრებლად. სასიამოვნოდ მაგონდება, როგორ გავატარე იქ Shibui, წინაპრების პატივისცემის ეროვნული დღე, ბებიასა და ბაბუასთან ერთად, რომელთა ასაკი ას წელს აღემატებოდა." თუმცა, ეს წიგნი ბავშვობის მოგონებებზე მეტს იტევს და ასახავს შეხედულებებს, რომლებიც ფუნდამენტურ დასავლურ ფასეულობებს ეჭვქვეშ აყენებს. ეს შეხედულებები წიგნში თავმოყრილი 43 ყველაზე მრავლისმეტყველი იაპონური გამონათქვამის თარგმნითა და ახსნით გადმოიცემა.
განათლებით ენათმეცნიერს, ფუჯიმოტოს სჯერა, რომ თითოეული კულტურისათვის უნიკალური სიტყვებისა თუ ფრაზების კვლევა ცხოვრების უკეთ შეცნობაში გვეხმარება. "სხვადასხვა შეხედულებისა და ცხოვრების სტილის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, დასავლეთი სრულყოფილებისკენ ლტოლვით ხასიათდება, ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ და გარშემომყოფების მოლოდინი გავამართლოთ. ხოლო იაპონიაში დამკვიდრებულმა ცხოვრების ტრადიციულმა წესმა სრულყოფილებისაკენ ლტოლვის შეწყვეტა და იმ ყველაფრის მიღება მასწავლა, რასაც, ჩვეულებრივ, არ ვაფასებთ, მაგალითად - სიბერის" - განაცხადა მან BBC Culture-თან ინტერვიუში.
წიგნი მრავალ ისეთ ფართო ცნებას შეეხება, როგორიცაა ჰარმონია, მადლიერება თუ დრო. თუმცა, ის არა უბრალო აბსტრაქტული ლექსიკონი, არამედ იაპონური კულტურის შემეცნების შესანიშნავი გზაცაა.
წიგნში განხილულ სიტყვაზე, Shibui, რომელიც წლების მატებასთან ერთად გაცხადებულ სილამაზეს გულისხმობს, ფუჯიმოტო წერს: "ეს სიტყვა გვახსენებს ყველაფერს, რაც ასაკის მატებისას უმჯობესდება. მოწიფულობას თავისებური მიმზიდველობა აქვს, ცხოვრებისეული გამოცდილება კი ყველაფერს სასიამოვნო მრავალფეროვნებით ამკობს. ეს ტერმინი მშვიდი ესთეტიკურობით ხასიათდება, რბილი და დაბურული ფერებით. Shibui გვიანი შემოდგომის ფოთლების ან ჩაის ძველი ფინჯნის ცქერისასაც შეიძლება შეიგრძნოთ".
სამხრეთაფრიკელი ხელოვანი დეივიდ ბაკლერი, რომელიც ფუჯიმოტოს წიგნში შესული ესსეების ავტორია, შვიდი წელია, იაპონიაში ცხოვრობს. იგი აღნიშნავს, რომ იაპონელთა მიდგომა საუბრისადმი უნიკალურია, ვინაიდან მოსაუბრე ყოველთვის წინასწარ აფასებს, თუ რა გავლენა ექნება მის თითოეულ სიტყვას მსმენელზე.
"იაპონური ენის შესწავლამ სიმშვიდე მომანიჭა - სამყაროსადმი ამგვარ მიდგომას მრავალი სარგებელი მოაქვს",- აღნიშნავს ბაკლერი. ის ფუჯიმოტოს წიგნიდან ფრაზა Mono no aware-ს გამოარჩევს, რომელიც სილამაზის წარმავალობას აღნიშნავს. თავად ბაკლერი ამ ფრაზაში წარმავალობისადმი ერთდროულად განცდილ სევდასა და მადლიერებას, სიკვდილ-სიცოცხლის ურთიერთდამოკიდებულებას ხედავს: "იაპონიაში წელიწადის ოთხივე დრო მკვეთრადაა გამოხატული, აქ უშუალოდ განიცდი სიცოცხლის წარმავლობასა და ცხოვრების თითოეული ეტაპის მნიშვნელოვნებას".
ფუჯიმოტოს წიგნში ასევე განხილულია, თუ რა გავლენა იქონია იაპონურ ენაზე ქვეყნის კლიმატმა. "იაპონია პატარა ქვეყანაა, მისი დასახლებული ნაწილი ძალიან მცირეა და ოკეანითაა შემოსაზღვრული. ამ პირობებში ცხოვრება უწინ ძალიან რთული იყო, თუმცა მაცხოვრებლებმა შეძლეს, სირთულეებისადმი დადებითი და ბრძნული მიდგომა გამოემუშავებინათ. მათ ისწავლეს იმის დაფასება, რაც გააჩნდათ. იაპონელებმა ცხოვრების თავისებური სტილი განივითარეს, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულობის მოპოვებაში მდგომარეობს. ეს ფილოსოფია უძველესი იაპონური რელიგიის, შინტოიზმისაგან წარმოიშვა, რომელიც ამ კულტურისთვის დამახასიათებელი რწმენათა სისტემის საფუძველია".
ფუჯიმოტოს აზრით, არსებობს სილამაზის ისეთი აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა სიმეტრია, კომპოზიცია და ენერგია. თუმცა ის, ამასთან, აღნიშნავს, რომ "დასავლელებისაგან განსხვავებით, იაპონელები აფასებენ სილამაზის საპირისპირო მახასიათებლებსაც: ნაკლოვანებებს, სიბერესა და სიკვდილს. იაპონური ესთეტიკა წარმავალობის პრინციპს ემყარება, სიცოცხლის თითოეულ ეტაპზე მშვენიერების არსებობას აღიარებს".
ფუჯიმოტო მიიჩნევს, რომ უცხო ენის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად ორ განსხვავებულ მსოფლმხედველობას დავეუფლოთ და უკეთ დავინახოთ სამყაროს სილამაზე. მისი წიგნიც სწორედ ამ მოსაზრების განმტკიცებას ემსახურება.
გთავაზობთ შვიდ სიტყვას ფუჯიმოტოს წიგნიდან:
1. Mugon-no gyō
ითარგმნება, როგორც იმოქმედე და არა - ირეაგირო. ეს ერთგვარი მედიტაციური სავარჯიშოა, რომელიც გასწავლის, რომ სანამ მოქმედებაზე გადახვალ, გაიაზრო.
2. Fukinsei
ითარგმნება, როგორც ასიმეტრიულობის სილამაზე. სიმეტრია სრულყოფილების მახასიათებელია, სრულყოფილება კი ადამიანებისათვის უცხოა, რისი აღიარებაც აუცილებელია.. ხელოვნება უნდა აღძრავდეს ალტერნატიულ შესაძლებლობებს და ტოვებდეს ადგილს ცვლილებისათვის.
3. Teinei
ითარგმნება, როგორც პატივისცემის გამომხატველი დამოკიდებულება. როცა თითოეული ქმედება თავდადებითა და სიზუსტით სრულდება და ქცევის მანერაში იმდენ ზრუნვასა და სიფრთხილეს დებ, რომ საკუთარ ბრწყინვალებას აჩვენებ.
4. Mono no aware
ითარგმნება, როგორც სილამაზის წარმავალი ბუნება. ტკბილმწარე და მშვიდი შეგრძნება, რომ ცხოვრების თავბრუდამხვევი მსვლელობის მოწმე გახდი, იმის მიუხედავად, რომ ის ოდესმე დასრულდება.
5. Shōganai
ითარგმნება, როგორც არც საშუალება არსებობს და არც - მეთოდი. ეს სიტყვა გვახსენებს, რომ ზოგჯერ უნდა მივიღოთ მოვლენები ისე, როგორც არის, რაც უარყოფითი განცდებისგან გაგვათავისუფლებს.
6. Kodawari
გულისხმობს მიზანდასახულობას მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ჩვენი ძალისხმევა დაუფასებელი დარჩება. ამ მდგომარეობის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა ჩვენი ქმედება გულწრფელი გატაცებითა და თვით-დისციპლინის უნარითაა ნასაზრდოები.
გულისხმობს ზედმიწევნით ყურადღებას დეტალების მიმართ მაშინაც კი, როცა იცი, რომ შენი ძალისხმევა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ეს მდგომარეობა გულწრფელი მისწრაფებითა და თვითდისციპლინითაა ნასაზრდოები.
7. Yūgen
ითარგმნება, როგორც ამოუცნობისა და სიღრმისეულის დაფასება. Yūgen იმ ტიპის სილამაზეა, რომელიც შეუმჩნევლობიდან მოდის და მჭიროდაა დაკავშირებული Kanso-სთან - ხილული სამყაროს მიღმა ხედვასთან.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები