ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი აცხადებს, რომ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"დღეს გადავწვიტე, რომ წავიდე სპორტიდან, რომელიც ფორმალურად ცნობილია, როგორც შერეული ორთაბრძოლები. ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას წარმატებას ვუსურვებ. ახლა მე ვუერთდები ჩემს ყოფილ პარტნიორებს, რომლებიც პენსიაზე არიან. ჩემგან პინა კოლადაა, მეგობრებო!" — წერს მაკგრეგორი.

კონორ მაკგრეგორი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია, რომელიც UFC-ის ეგიდით ასპარეზობდა. ჯამში მან 25 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 21-ში გაიმარჯვა. ერთ-ერთი ხმაურიანი ბრძოლა მან ხაბიბ ნურმაგომედოვთან 2018 წლის დეკემბერში გამართა და დამარცხდა.