ნათია მეზვრიშვილი

26 Mar. 2019, 15:12

მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ... დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენეს. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი კაცები. ამიტომ ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც "მამაკაცური" და "ქალური" თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ.

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე, პირველ რიგში, პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ, სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…