ყალბი ამბები და როგორ ავირიდოთ ისინი
ფეისბუქის სქროლვისას, ხანდახან რთულია იმის გარჩევა, რომელი ამბავია ყალბი და რომელი ნამდვილი. მათი გავრცელება მხოლოდ სოციალურ მედიას და ტექნოლოგიების განვითარებას არ უნდა დავაბრალოთ. მათ შეთხზვასა და გავირუსებაში მთავარ როლს ხშირად მკითხველი ასრულებს, რადგან ყალბი ამბების რეალურისგან განსხვავება ხანდახან რთულია.
ამ პრობლემას ემატება მედიაც, როდესაც პირველი წყარო სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. შეიძლება იგივე ამბავი რომელიმე მაუწყებლობაში მოხვდეს, რაც დეზინფორმაციას კიდევ უფრო გლობალურს გახდის.
ყალბი ამბები ახალი გაჩენილი არაა. ის სათავეს ჯერ კიდევ ეგვიპტელი ფარაონების დროიდან იღებს. მაგალითად, რამზეს მეორე ძვ.წ. 1274 წლის ქადეშთან ბრძოლაში ხეთებზე გამარჯვებას ზეიმობდა, რომელიც ნახსენებია სხვადასხვა რელიეფსა და ეგვიპტურ ტექსტებში, თუმცა, როგორც ფრანგი მკვლევარი, ბერნარდ ჰიუჯი ამბობს, ეს "ნახევრად გამარჯვება" იყო. რეალურ წარმატებას აქ მისმა პროპაგანდამ მემატიანეების საფუძველზე მიაღწია.
რატომ ვკითხულობთ ყალბ ამბებს?
მხოლოდ იმის გამო, რომ ისტორიები კარგად ჟღერს, ეს მას რეალურ ამბად არ აქცევს. ადამიანები ინფორმაციის მუდმივი მაძიებლები ვართ — ვეძებთ იმიტომ, რომ მათ დაადასტურონ ის, რისიც უკვე გვჯერა.
ყალბი ამბების შემქმნელები და "გამსაღებლები" სწორედ ამ ინსტინქტზე თამაშობენ და ავრცელებენ ისეთ ისტორიებს, რისიც დაჯერებაც უმრავლესობისთვის სასურველია და რაც, საბოლოოდ, ტყუილს სინამდვილედ აქცევს.
მაინც რა აკავშირებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყალბ ამბებს იჯერებენ და ავრცელებენ? საერთო ატრიბუტები ასე გამოიყურება:
- გულუბრყვილო რეალობა — როცა მათ სჯერათ, რომ ობიექტური აზროვნება არსებობს სოციალურ თუ რეალურ სამყაროში;
- ბრმა ლაქა — როცა სჯერათ, რომ ისინი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა ტენდენციის მიმართ, ვიდრე - სხვები;
- გაზიარებული შეხედულებების გადაფასება — როცა ჰგონიათ, რომ სხვებსაც ზუსტად ისე სჯერათ რაღაცების, როგორც - მათ.
პირველ შემთხვევაში, ადამიანებს სჯერათ მათივე ობიექტურობის და იმის, რომ სანდო წყაროს ყალბი წყაროსგან განსხვავება მარტივად შეუძლიათ. ამ დროს ისინი პირველ შეცდომას უშვებენ. გარდა ამისა, მნიშვნელობა აღარ აქვს, ყალბია თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია მათ შეხედულებებთან — მკითხველისთვის ის უკვე ჭეშმარიტად მართალია.
ადამიანებს საკუთარი ობიექტურობის უფრო მეტად სჯერათ, ვიდრე უნდა სჯეროდეთ. ამას ართულებს მცდარი ღირებულებების ერთმანეთთან გაზიარება. ასე ენიჭება ყალბს ამბავს ლეგიტიმურობა ადამიანების მხრიდან.
არის თუ არა საშიში ყალბი ამბები?
ზოგი ისტორია, მიუხედავად მისი სიმცდარისა, ხანდახან სასიამოვნოდაც ჟღერს, იმიტომ, რომ მისი მკითხველს მანამდეც სჯეროდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მცდარი ამბები გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.
პირველი საშიშროება სოციალურ მედიაში მყოფი ბოტებისგან მოდის, რომლებსაც საზოგადოების სრულიად სხვა მხარეს გადაყვანა შეუძლიათ. ეს ტაქტიკა, ხშირად, პოლიტიკური ამინდის შეცვლას ეხება და არჩევნების დროს გამოიყენება.
მათი მხრიდან საზოგადოებაში "ეჭვის დათესვა" და მასზე მანიპულირება ბოტების მხრიდან საკმაოდ მარტივი და ნაცადი მექანიზმია. ყალბი ანგარიშების და ე.წ. "ტროლების" იდენტიფიცირებისთვის DFR Lab-მა რამდენიმე კრიტერიუმი გამოყო:
- სიხშირე — ბოტები სოციალურ მედიაში სხვებზე ხშირად აზიარებენ სხვადასხვა ამბავს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებენ, მით უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მათ სანდოობას. მისი მიხედვით, დღეში 72 პოსტი უკვე საეჭვოა, ხოლო 144 პოსტზე მეტი - განსაკუთრებულად საეჭვო;
- ანონიმურობა — ბოტებს არ აქვთ აღნიშნული პირადი ინფორმაცია. მსგავს ანგარიშებს ხშირად საერთო ტიპის პროფილის ფოტოები აქვთ, ან უბრალოდ პოლიტიკური ხასიათის შემცველი სლოგანები უწერიათ მოკლე ბიოგრაფიაში;
- ამპლიფიკაცია — ბოტების თაიმლაინი უმეტესწილად სხვების პოსტებისგან, ან სიტყვა-სიტყვით გადმოკოპირებული ფრაზებისგან შედგება. მათი პირადი პოსტი კი საკმაოდ ცოტაა;
- საერთო კონტენტი — ბოტების ქსელის იდენტიფიკაცია შესაძლოა იმითაც მოხდეს, რომ სხვადასხვა პროფილებს ერთმანეთისგან ერთი და იგივე პოსტი აქვთ გაზიარებული.
როგორ ავიცილოთ თავიდან ყალბი ამბები?
თანამედროვე ეპოქაში ძალიან რთულია ერთმანეთისგან ყალბი და ნამდვილი ამბები განვასხვავოთ. ერთ-ერთ კვლევაში რესპოდენტებს სთხოვეს, ერთმანეთისგან განესხვავებინათ სანდო და მცდარი ინფორმაცია. რესპოდენტთაგან მხოლოდ 19%-მა შეძლო მათ შორის განსხვავების აღმოჩენა.
კვლევამ აჩვენა, რომ ცდისპირთა დიდი ნაწილი საკმაოდ თავდაჯერებული იყო იმაში, რომ ყალბი ამბების ამოცნობა შეეძლოთ. რეალურად კი მათი გამოაშკარავება იმაზე მეტად რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
არსებობს რამდენიმე ხერხი, რითიც მათი აღმოჩენა, ან, სულ მცირე, უგულებელყოფა შეგიძლია:
- არ წაიკითხო ისეთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ყალბი ამბებითაა ცნობილი;
- არ გაამახვილო ყურადღება ფეისბუქის ბოტებზე, რომლებიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნენ, რომ ყალბი ამბები წერონ ან გააზიარონ.
- ინფორმაცია, რომელიც შენთვის ბევრის მომცემია და არ ხარ დარწმუნებული, რომ ნამდვილია, შეგიძლია გადაამოწმო factcheck-ზე.
დღეს საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყოველი ამბის სანდოობა გადავამოწმოთ. თუმცა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ამბების კლასიფიკაცია ასე თუ ისე შესაძლებელია.
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
კომენტარები