ბრტყელი დედამიწის მიმდევრები ყინულოვანი კედლის აღმოსაჩენად კრუიზს გეგმავენ
ბრტყელი დედამიწის ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორებს ახალი იდეა აქვთ, ამჟამად ისინი 2020 წლისთვის კრუიზს გეგმავენ, რომლითაც დედამიწის გარშემო არსებული გიგანტური ყინულის კედელი უნდა აღმოაჩინონ.
ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციის, FEIC-ის თანახმად, მოგზაურობა 2020 წელს დაიწყება. კრუიზის მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ ბრტყელი დედამიწა ყინულის დიდი კედლითაა შემოსაზღვრული.
ღონისძიების დეტალები და ზუსტი თარიღი, მათივე თქმით, მალე გამოქვეყნდება. კრუიზი ამ დრომდე მათ მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი და ყველაზე გაბედული მოგზაურობა იქნება. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ფოტოები, რომლებზეც მომრგვალო, მრუდი ჰორიზონტია ასახული, ნასას მიერ შექმნილი ერთ-ერთი კონსპირაციაა.
ბრტყელი დედამიწის საზოგადოების (FES) ვებგვერდზე კიდევ მრავალ მსგავს მოსაზრებას წააწყდებით. როგორც ისინი ამბობენ, FES ბრტყელი დედამიწის მომხრეების გამაერთიანებელი ყველაზე ძველი ორგანიზაციაა და ის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ ძველმა ბერძნებმა ჯერ კიდევ 2 000 წლის წინ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მიზიდულობის ძალა, რომელიც ყველა მატერიას პლანეტაზე აკავებს, მხოლოდ სფერული ფორმის სხეულზე შეიძლება არსებობდეს.
ბრტყელი დედამიწის მიმდევრები FEIS-ის საიტზე სხვადასხვა დიაგრამებს აქვეყნებენ. მათზე ჩანს ბლინის ფორმის დედამიწა, რომლის ცენტრშიც ჩრდილოეთ პოლუსია, დედამიწის კიდეები კი გიგანტური ყინულოვანი კედლითაა შემოსაზღვრული.
ამის მიუხედავად, ბრტყელი დედამიწის მიმდევრებს ჯერჯერობით დიდი წინააღმდეგობა აქვთ დასაძლევი. 23-წლიანი გამოცდილების მქონე კაპიტანი ჰენკ კეიჯერი The Guardian-თან აცხადებს, რომ ნებისმიერი ნავიგაციური სქემა და სისტემა, რომელიც გემებს მეგზურობას უწევს სფერული დედამიწის პრინციპზეა დაფუძნებული.
მაგალითად, GPS-ის სერვისს ათეულობით თანამგზავრი განაპირობებს, რომლებიც დედამიწიდან ათასობით კილომეტრის სიშორეზე იმყოფებიან. ადგილმდებარეობის დასადგენად საჭიროა, რომ GPS-ის მოწყობილობას მინიმუმ სამი თანამგზავრი უკავშირდებოდეს.
"დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, მხოლოდ სამი თანამგზავრი მთელი დედამიწის დაფარვას მოახერხებდა, თუმცა ეს ასე არ არის, დედამიწა მრგვალია და ამის გამო ამჟამად ორბიტაზე დაახლოებით 24 GPS თანამგზავრია",- აცხადებს კეიჯერი.
ჯერჯერობით უცნობია, მოგზაურობის დროს ბრტყელი დედამიწის მომხრეები მრგვალ დედამიწაზე მორგებულ GPS-ს მიენდობიან თუ კრუიზისთვის რაიმე ახალ სანავიგაციო სისტემას მოიგონებენ.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები