MH17-ის საქმეზე პუტინს $330 მილიონს ედავებიან
ავსტრალიური იურიდიული ფირმა LHD-ს ადვოკატი, ჯერი სკინერი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მალაიზიის ავიახაზების ჩამოგდებისას დაღუპულთა ნათესავებს წარმოადგენს, ვლადიმერ პუტინისთვის $330 მილიონიანი გადასახადის დაკისრებას ითხოვს.
მისი თქმით, პუტინთან პირადი ანტიპათია არ აქვს, მაგრამ თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, სახელმწიფოს მჭიდრო და მკაცრი კონტროლის გამო, თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს:
“რუსეთში არაფერი ხდება მისი პირდაპირი ბრძანებისა და თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ის ამ პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს.”
ადვოკატის განცხადებით, მას მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო და ფოტო მასალა, რადარის მონაცემები და საჰაერო კონტროლის ჩანაწერები აქვს, რომლებსაც სამხილებად გამოიყენებს.
“ეს მასალა ჩემთვის ხელმისაწვდომია, მე თავდაჯერებულად შემიძლია გითხრათ, რომ რუსების პირდაპირი მონაწილეობა რომც არ დამტკიცდეს, ეს მოვლენა მთლიანად რუსეთის კისერზეა”, განაცხადა მან.
LHD 33 დაზარალებულს წარმოადგენს, თითოეული მათგანი $10 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს.
ჯერი სკინერს მსგავს პროცესში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. ის 1988 წელს, Pan Am Flight 103-ის საქმეზე წარმოადგენდა დაზარალებულებს. ტრაგედია, რომელიც ლოკერბის აფეთქების სახელითაა ცნობილი, ლიბიელ ტერორისტებს უკავშირდება. 1988 წელს, ფრანკფურტი-ლონდონი-ნიუ-იოკრი-დეტროიტის რეისი შოტლანდიის თავზე, ქალაქ ლოკერბისთან ახლოს, ბომბის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა, რა დროსაც 259 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების შედეგად, ტერორისტების კვალს ლიბიაში მიაკვლიეს. გაეროსთან შეთანხმების საფუძველზე მუამარ კადაფიმ დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოს გადასცა, ხოლო 2003 წელს მან დაზარალებულების სასარგებლოდ თანხაც გადაიხადა - მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, აფეთქებასთან კავშირი არ ჰქონია.
რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ავსტრალიის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაზარალებულებს ბოლომდე დაუდგება გვერდში და დამნაშავეთა დასჯისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17, 2014 წლის 17 ივლისს, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ბუკის ტიპის რაკეტა ესროლეს, შედეგად 298 მგზავრი დაიღუპა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები