შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებასთან ან ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციური ურთიერთობა გამორიცხულია. ამის შესახებ უსუფაშვილმა პალიტრანიუსზე განაცხადა.

"ვერ მოგართვით მიშისტებო და ბიძინისტებო, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო... საქართველოში უნდა დასრულდეს ქართული ოცნების მმართველობა, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების ხარჯზე", — აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით შენების მოძრაობის გეზი არის ის, რომ პარტია 2020 წლის არჩევნებზე საკუთარი ძალებით იქნება წარმოდგენილი.