ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის 8 ვარიანტიდან არც ერთს მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის არც ერთ ვარიანტს მხარი არ დაუჭირა. 27 მარტის კენჭისყრაზე დეპუტატებმა განსახილველად გამოტანილი რვა ვარიანტი უარყვეს. თემთა პალატაში 639 დეპუტატია და მათ უფლება ჰქონდათ ერთდროულად რამდენიმე ვარიანტისთვის დაეჭირათ მხარი.
დეპუტატების მიერ დაყენებული რვა ვარიანტი მოიცავდა როგორც ევროკავშირიდან მომენტალურ გამოსვლას, ისე უშუალოდ ბრექსიტის გაუქმებას:
- 12 აპრილს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება;
- თუ 12 აპრილამდე შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ევროკავშირიდან გამოსვლაზე უარის თქმა;
- ევროკავშირიდან გამოსვლის ნებისმიერი შეთანხმების რეფერენდუმი;
- ევროკავშირიდან გამოსვლა და 27 წევრ ქვეყანასთან საბაჟო კავშირში დარჩენა;
- ორი ვარიანტი, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლას და ევროპის ეკონომიკურ ზონაში დარჩენას და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებას ეხება;
- შეთანხმების შეცვლისთვის მოლაპარაკებების გაგრძელება;
- ევროკავშირთან ორწლიანი შეთანხმების დადება, რა დროსაც ბრიტანეთის საქონელს ევროკავშირის ბაზარზე სრული ხელმისაწვდომობა ექნებოდა.
დეპუტატები ბრექსიტზე მოლაპარაკებებს ორშაბათს გააგრძელებენ და შედარებით მხარდაჭერილ ვარიანტებს განიხილავენ.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა არც მთავრობა და არც პარლამენტი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებული არაა. ამავე დროს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობას ინიციატივის გამოხატვის უფლება უკვე ჩამოართვა და გადაწყვიტა, რომ გამოსავალი თვითონ მოეძებნა. 27 მარტის კენჭისყრამდე კი მეი დეპუტატებს დაპირდა, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის შეთანხმებას დაუჭერენ მხარს, რომელიც აქამდე მათ ორჯერ ჩააგდეს.
თუ მეის გეგმას მხარს დაუჭერენ ბრიტანეთი ევროკავშირიდან 22 მაისს გავა და ორწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. თუმცა აქაც არსებობს დაბრკოლება, რადგან თემთა პალატის სპიკერმა მთავრობას კენჭისყრაზე ორჯერ ჩაგდებული გეგმის გატანა აუკრძალა.
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
კომენტარები