თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

ხმალაძის განმარტებით, კომპანია თბილისის მიკოავტობუსებთან კონტრაქტი გადაიხედება. მისივე თქმით, მიკროავტობუსები გახდება ძირითად ტრანსპორტთან — მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა.

"ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად ანახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ, უმოკლეს დროში მოხდეს განახლება", — თქვა ხმალაძემ.