ჰოლივუდის ორი ლეგენდარული მსახიობი, ფრენსის მაკდორმანდი და დენზელ ვაშინგტონი შექსპირის პიესის ახალ ადაპტაციაში ითამაშებენ.

მაკბეტის ახალ ეკრანიზაციას ფრენსის მაკდორმანდის ქმარი, რეჟისორი ჯოელ კოენი კინოსტუდია A24-ის დაფინანსებით გადაიღებს.

მაკბეტის პირველი კინოადაპტაცია ეკრანზე 1948 წელს გამოვიდა და ის რეჟისორმა ორსონ უელსმა გადაიღო. ბოლოს კი შექსპირის ეს პიესა მარიონ კოტიარისა და მაიკლ ფასბინდერის მონაწილეობით მაყურებელმა 2015 წელს ნახა დიდ ეკრანზე.

როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები 2019 წლის ბოლომდე დაიწყება.