სანო სტუდია: არ უნდა დავუშვათ ქართულ ხელოვნებაში რუსეთის ინტერესების გატარება!
საინფორმაციო კამპანიას – არა ინტელექტის ოკუპაციას! — “სანო სტუდია” ეხმაურება. ოფიციალური განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს წარმატება აღიზიანებს რუსეთს, რის გამოც რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს ქართულ ხელოვნებაზე.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაცია უკვე წლებია, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. იგი აერთიანებს 2000-მდე ხელოვანს, რომელიც რეგულარულად იღებს კუთვნილ ჰონორარს. ასოციაციის წარმატება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ", - წერია განცხადების დასაწყისში.
სანო სტუდია წერს, რომ რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს ქართულ ხელოვნებაზე და ასოციაცია ევრაზიულ კავშირში შეიყვანოს, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა ასოციაციის დასუსტება და სისტემის მოშლა, რისთვისაც დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და მათი დახმარებით დაიწყო ასოციაციის დისკრედიტაცია, მისი წევრების მოსყიდვა და ცრუ დაპირებების გაცემა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რუსული გავლენის მოპოვებას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე იმ ასეულობით ავტორზე, რომელიც ასოციაციისგან იღებს ჰონორარს. ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით, ასოციაციამ წამოიწყო კამპანია – არა ინტელექტის ოკუპაციას!
"გვსურს, შევუერთდეთ კამპანიას და მოვუწოდოთ მუსიკალურ საზოგადოებას (და არამარტო), გაერთიანდეს კამპანიაში. არ უნდა დავუშვათ ქართულ ხელოვნებაში რუსეთის ინტერესების გატარება!", – აღნიშნულია “სანო სტუდიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არა ინტელექტის ოკუპაციას! — ამ სახელწოდების კამპანია, საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით სამი კვირის წინ დაიწყო და უკვე 100-ზე მეტ ცნობილ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის დათო ევგენიძეს, ნეკა სებისკვერაძეს, გია ყანჩელს, ირმა სოხაძეს, სტეფანესა და სხვა).
კამპანიის მიზანია საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია საავტორო უფლებების სფეროში, რუსული საფრთხის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები