9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე 25 მომღერალი სიმღერის ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ახალ ვერსიას წერს. კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის განმარტებით, სიმღერას მხოლოდ კაცები შეასრულებენ.

"ვთვლით, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას", — ასეთი სექსისტური განცხადება გააკეთა სეფიაშვილმა კრიტიკოსების მისამართით.

სიმღერის ახალი ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. 9 აპრილს, 15:00 საათზე ტელევიზიის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები პირველ არხს მოუწოდებენ, სიმღერის ახალი ვერსია ეთერში არ გაუშვას.

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერის მაშინდელ ვერსიაში ქალი და კაცი მომღერლები მღერიან. 9 აპრილს 21 მოკლულიდან 17 ქალი იყო.