ფულის გათეთრება და ნარკოტრანზიტი — პოლიტიკური შეფასებები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საქართველოში ფულის გათეთრების პრაქტიკაზე, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრანზიტისთვის ხელსაყრელ მდებარეობაზეა საუბარი, პრემიერი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ გეოგრაფიული არეალი ყოველთვის პრობლემა იყო.
"ანგარიში თავისი შინაარსით ჩვენთვის მნიშვნელოვანია... ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან ერთად", — განმარტა ბახტაძემ და აღნიშნა ისიც, რომ დოკუმენტს ბოლომდე ჯერ არ გაცნობია.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ანგარიშში პოზიტიურად არის ნახსენები დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრება საქართველოში, მათ შორის ის, რომ ნარკოტიკის მომხმარებელს სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ და უფრო მკაცრად უნდა ებრძოდეს მთავრობა რეალიზატორების საქმიანობას".
დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა მათთვის ისედაც ცხადი იყო და რომ ამაზე არა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, არამედ, მანამდე შს მინისტრისგან მოისმინეს.
პარტია ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო პერიოდში აქტიურად იჩინა თავი ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა, ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა, არალეგალურად მიღებული თანხები:
"ბუნებრივია, ამას ქვეყანაში აქვს ნოყიერი ნიადაგი. ერთის მხრივ, ეს არის გაზრდილი კრიმინალი, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვრება და მეორეს მხრივ, ეს არის ზოგადად, არაფორმალური, კლანური მმართველობა და კონკრეტული ადამიანების ინტერესების სხვადასხვა ფინანსურ სექტორებში".
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ნარკოდანაშაული, სატრანსპორტო დერეფანი ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, მნიშვნელოვანად აზიანებს ქვეყნის იმიჯს:
"მე სიმართლე გითხრათ არ მიკვირს, რომ საქართველო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ამ მიმართულებით".
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში "ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ", საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ანგარიშის მიხედვით, ფულის გათეთრება ხდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ფულის "გამთეთრებელის სიაში შემავალი ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები ჩართულები არიან სავალუტო ოპერაციებში, რომლის თანხების უმეტესობა საერთაშორისო ნარკოტრაფიკიდან მოდის". ასევე, საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ანგარიშში წერია, რომ საქართველო კავკასიაში გეოგრაფიული მდებარეობის გამო დაუცველია ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლავ გრძელდება ოპიუმის, ჰერონისა და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო ქიმიური პრეკურსორის, ძმარმჟავას ანჰიდრიდის კონტრაბანდა.
ანგარიშის მიხედვით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კრიმინალის, ნარკოდანაშაულისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები