მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა — ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანი ბუკიკიოს წერილით მიმართეს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს განცხადებით მიმართავენ და იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რაც მათი თქმით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას მოჰყვება.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 15 პოლიტიკური პარტია და მოძრაობა აჩენს დეტალურადაა განხილული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და 10-კაციანი სიასთან დაკავშირებული პროტესტი.
გაცხადების ხელმომწერები ასევე ყურადღებას ამახვილებენ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტზე. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თქმით, კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, მათ შორის:
- კანდიდატთა წრის შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს სამოსამართლეო გამოცდა — ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ავტომატურად გამორიცხავს კონკურსში ისეთი პოტენციურად ძლიერი კანდიდატების მონაწილეობას, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო აკადემიური ან ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება;
- კანდიდატების რაოდენობის თვითნებური შემცირება გართულებული პროცედურის მეორე ეტაპზე;
- კეთილსინდისიერების კრიტერიუმის გაუთვალისწინებლობა ნომინაციის პროცესის მესამე ეტაპზე;
- გადაწყვეტილებების დასაბუთების მოთხოვნის არარსებობა და ფარული კენჭისყრის პროცედურა, "რომელიც აპრიორი გამორიცხავს პროცესის გამჭვირვალეობას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად."
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლიობაში აღნიშნული ხარვეზები არ ტოვებს წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში რეალური რეფორმის გატარების შესაძლებლობას სასამართლო სისტემაში.
"თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული და ზემოთ აღწერილი ხარვეზები არ გამოსწორდება, საქართველო ათწლეულებით დააკანონებს კლანურ მმართველობას მართლმსაჯულების სისტემაში", — ვკითხულობ ჯანი ბუკიკიოსადმი გაგზავნილი განცხადების ტექსტში.
ოპოზიციური პარტიები საკუთარ რეკომენდაციებსაც აჟღერებენ.
- გაუქმდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობის წარმოდგენის ვალდებულება, რათა სისტემის გარეთ მყოფ კვალიფიცირებულ პირებს მიეცეთ ნომინირების პროცედურაში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- გაუქმდეს მეორე ეტაპზე ფარული კენჭისყრის წესი, რომლის მეშვეობითაც საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად შეამცირონ შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა;
- გასაუბრებაზე უნდა დაშვებულ იქნეს ყველა კვალიფიცირებული კანდიდატი;
- გასაუბრების ეტაპზე კანდიდატები შეფასდნენ, როგორც კომპეტენტურობის, ისე კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შესაბამისად, როგორც ეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების შემთხვევაში ხდება;
- გასაუბრების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა შეიცვალოს იმგვარად, რომ კვორუმი ავტომატურად არ იძლეოდეს კლანური გადაწყვეტილების მიღების დაკანონების შესაძლებლობას;
- ასევე შესაძლებელია გაუქმდეს კენჭისყრის პროცედურა ამ ეტაპზე და შეფასების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები ჩაითვალონ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატებად;
- ამ ეტაპზე გონივრულად მიგვაჩნია კანდიდატების რაოდენობის ვაკანსიების რაოდენობის სამჯერ მეტი რაოდენობით შეზღუდვა.
"ქვემორე ხელმომწერი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვთვლით, რომ ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯით ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რეკომენდაციები ამ კრიზისის თავიდან აცილებას მოემსახურება და საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესში იქნება", — ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ხელისუფლებას კრიზისის თავიდან აცილების მიზნით შეაჩერონ აღნიშნული კანონის განხილვა პარლამენტში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები:
- ახალი მემარჯვენეები;
- ახალი საქართველო;
- ევროპელი დემოკრატები;
- ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის;
- ემსახურე საქართველოს;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- თავისუფალი დემოკრატები;
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;
- რესპუბლიკური პარტია;
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
- საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა;
- საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები