უკრაინის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში კომედიანტი ზელენსკი და პეტრო პოროშენკო იბრძოლებენ
41 წლის კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტობისთვის მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად მეორე ტურში იბრძოლებს. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისია ხმების 53 პროცენტზე მეტი აქვს დათვლილი:
- ვლადიმერ ზელენსკი — 30,23%;
- პეტრო პოროშენკო — 16,61;
- იულია ტიმოშენკო — 13,08;
- იური ბოიკო — 11,49;
- ანატოლი გრიცენკო — 7,13.
31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ევრომაიდანის შემდეგ ეს მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. თავიდანვე არჩევნების ფავორიტი კანდიდატები იყვნენ პეტრო პოროშენკო, ოპოზიციონერი იულია ტიმოშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
წინასწარი შედეგებით, პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლურ რეგიონებში, მათ შორის ლვოვში გაიმარჯვა. პრორუსმა კანდიდატმა, იური ბოიკომ ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასისა და დონეცკის რეგიონებში მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა. ხოლო ვლადიმერ ზელენსკიმ ხმების დიდი რაოდენობა უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ რამდენიმე რეგიონში მოიპოვა.
პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა "მოსკოვის სცენარი ჩაშალეს". როგორც ზელენსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს, მისთვის სულ ერთია ვისთან ერთად იქნება მეორე ტურში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება.
ზელენსკის პოლიტიკური კურსი
ვლადიმერ ზელენსკი ყველაზე ახალგაზრდა და ახალბედა კანდიდატია. ზელენსკი წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში იგი მხოლოდ ერთი ვადით დარჩება და მეორე ვადაზე კენჭისყრას არც შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე კანონით ზელენსკი პირდაპირი დემოკრატიის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანია, ხელისუფლების წინაშე არსებული ამოცანები ხალხმა პირდაპირი წესით, რეფერენდუმით განსაზღვროს.
ვლადიმერ ზელენსკის პრიორიტეტებშია, სოციალური პროგრამები და სახელმწიფო მხარდაჭერის გაზრდა მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისთვის. საარჩევნო პროგრამის მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში წამყვან სასურსათო ეკო სუპერმარკეტად უნდა იქცეს. ასევე, ზელენსკი დონბასისა და ლუგანსკის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პირობას დებს.
31 მარტს საარჩენო უბანზე მისვლისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დიპლომატია შეაქო და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქობა უნდა დაუბრუნდეს.
მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნოდ სწორედ ამომრჩევლების 17 პროცენტის მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებდნენ. იგი პრეზიდენტად 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ აირჩიეს. მისი მთავარი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და კორუფციის აღმოფხვრა იყო. არსებობს კითხვები მის ბიზნესთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვის პირობაც მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. პირველი ტურის შედეგად 50 პროცენტზე მეტი ვერავინ აიღო. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.
გაიგეთ მეტი: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები