თბილისის ღამის ავტობუსი – თავშესაფარი ბორბლებზე
ორი წლის წინ აეროპორტისა და დედაქალაქის ცენტრის დასაკავშირებლად თბილისში ღამის ავტობუსი დაინიშნა. დღეს მას უსახლკაროთა თავშესაფრის ფუნქცია აქვს შეთავსებული.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
2017 წლის თებერვალში 37-ე ნომერმა ავტობუსმა, რომელიც სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით დადის, 24-საათიან რეჟიმში დაიწყო მოძრაობა. მოძველებული პატარა, ყვითელი ავტობუსები თანამედროვე დიდი, ლურჯი, გათბობით აღჭურვილი მოდელებით ჩანაცვლდა.
ღამის ავტობუსები თბილისის მერიამ იმ ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დანიშნა, რომელთაც ტაქსიში დიდი თანხის გადახდა არ სურთ. თუმცა, ქალაქის ერთადერთი ღამის ავტობუსი მალევე გადაიქცა მიუსაფართა მოძრავ თავშესაფრად, სადაც 50 თეთრის სანაცვლოდ ღამის თბილად გატარებაა შესაძლებელი.
თუ თავდაპირველად ავტობუსის უკანა რიგებში ზამთრის ცივ ღამეებს მხოლოდ ორი-სამი ადამიანი ათევდა, დღეისათვის თითოეული ავტობუსი შვიდამდე ადამიანს იფარებს, მათი პირად ნივთებიანად.
თბილისის ღამის ავტობუსების უსახლკარო მგზავრების უმრავლესობა უკანა სავარძლებზე, ძრავის სიახლოვეს ჯდომას არჩევს. აქ მეტი სითბო და სივრცეა.
პირველი ღამის ავტობუსები სადგურის მოედანზე 23:30-ზე შედიან. დაახლოებით ამ დროისთვის უსახლკარო ადამიანთა ჯგუფიც იკრიბება. ისინი ავტობუსებში ორ-ორად ან სამ-სამად ნაწილდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ერთ ავტობუსში ბევრი ადამიანი არ მოიყრის თავს.
ზოგიერთი მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა და ასვლისთანავე იძინებს. ისინი მთელ ღამეს ავტობუსში ატარებენ. სხვები კი აეროპორტთან ჩამოდიან, რათა მომდევნო ავტობუსს დაელოდონ.
აეროპორტის პერსონალი და ავტობუსის მძღოლები ამ პროცესს კარგად იცნობენ.
"ეს არა მხოლოდ არასასიამოვნოა, ქვეყნის სირცხვილიცაა. საზოგადოების, ჩვენი სირცხვილი", - ამბობს ავტობუსის მძღოლი, ოლეგ ხუცილავა, - "ეს ადამიანები [მოსკოვის პროსპექტზე არსებულ] თავშესაფარში იმიტომ არ მიდიან, რომ იქ სიმთვრალის ან არაჰიგიენურობის გამო არ უშვებენ. ამიტომაც აქ მოდიან. ბილეთის ყიდვის შემდეგ მათ სხვა მგზავრების მსგავსი უფლებები აქვთ. ჩვენ ისინი გვეცოდებიან, თუმცა, ამასთან, ეს ჩვენთვის დამატებითი სტრესიცაა".
ხუცილავა რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც ერთ-ერთმა უსახლკარომ ავტობუსში მოშარდა. ამის შემდეგ მას ავტობუსის აფთიაქთან გაჩერება და ყველაფრის მოსუფთავება მოუწია. ღამის საათებში კონტროლიორები არ მუშაობენ, ამიტომაც მძღოლს არავინ ეხმარება.
მეორე პრობლემა უსაფრთხოებაა. "ყოველ ღამე მეშინია, რომ ავტობუსის მობრუნებისას რომელიმე მათგანი რამეს თავს მიარტყამს. ზოგი მათგანი ითიშება და კიდურებსაც ვერ აკონტროლებს. მგზავრთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი მე მაკისრია", - ამბობს ხუცილავა.
მძღოლს არ აქვს უფლება, მგზავრს ჩასვლა მოსთხოვოს, თუმცა მას შეუძლია, მთვრალ ან აგრესიულ ადამიანს ამოსვლა აუკრძალოს. მიუხედავად ამისა, ზოგი უსახლკარო იმ დროს იპარება ავტობუსში, როცა მძღოლი საჭმელად ან მოსაწევადაა გადასული. ამოსვლის შემდგომ კი თავს აჩვენებენ, თითქოს, ჩაეძინათ.
ხუცილავას თქმით, მგზავრთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან; ამასთან, ხშირად - განათლებულებიც. "ამის შემჩნევა მათი ლაპარაკიდანაა შესაძლებელი", - ამბობს ის.
"რამდენიმე ღამის წინ ჩემი ადგილი 17 წლის ბიჭს დავუთმე", - იხსენებს ერთ-ერთი უსახლკარო მგზავრი, - "ის ჩემი ძმისშვილის ხელა იქნებოდა. [...] მოგვიანებით კიდევ მითხრა, შენნაირი ძმის ყოლას ვისურვებდიო; მაშინ, შესაძლოა, ავტობუსში ღამის გათენებაც არ დამჭირვებოდაო".
სხვა მგზავრები, რომლებიც, ძირითადად, ღამის ცვლაში მომუშავეები ან დილაადრიან სამუშაოზე მიმავალი ადამიანები არიან, ამ სიტუაციას თითქოს შეეჩვიენ კიდეც.
"ადამიანებს გული შესტკივათ. მთვრალი ადამიანის ავტობუსიდან ჩაგდება რთული არაა, მაგრამ ისინი ყველას ეცოდება", - ამბობს ხუცილავა.
ამასობაში კი, იმ მგზავრების უმრავლესობა, რომელთათვისაც ღამის რეისები დაინიშნა, ავტობუსებით არც კი სარგებლობს. აეროპორტის გაჩერებაზე უმეტესწილად ის უსახლკაროები ჩამოდიან, რომლებიც იქ მერე მომდევნო რეისს ელოდებიან.
საჯარო საჩივრები უმეტესად ცუდ სუნს, მგზავრობის უსაფრთხოებასა და იმაზე წუხილს ეხება, რომ ასე ახლადჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე ცუდი წარმოდგენა ექმნებათ. ეს პრობლემა სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ უსახლკაროებისთვის ავტობუსში ასვლის ასაკრძალად არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ.
"ერთი პერიოდი კონტროლიორების ჯგუფები დავნიშნეთ, რათა მგზავრთა ბილეთები შეემოწმებინათ, მაგრამ სამგზავრო ბილეთის აღება უსახლკაროებმაც დაიწყეს. ახლა სხვა გზებს ვეძებთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ლელა თოფურიძე.
მართალია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ავტობუსიდან იმ ადამიანების ჩაგდება, ვინც იქ ღამეს ათენებს, არ შეიძლება", მაგრამ თბილისის მერს არც ახალი თავშესაფრების მშენებლობა დაუანონსებია.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები