სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. როგორც გაფიცულმა სოც. მუშაკმა ქეთევან ხუციშვილმა On.ge-ს უთხრა, პირველი აპრილს კომიტეტის სხდომაზე პარლამენტმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ბიუჯეტის საკითხს, რათა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ხუციშვილის თქმით, შესაბამისი სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 15 აპრილს შედგება და ამ ხნის განმავლობაში სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ვერ მიატოვებდნენ.
"სამინისტრო კი აცხადებდა, რომ უწყვეტად ხდებოდა მომსახურების მიწოდება, რეალურად, ბენეფიციარები ძალიან დიდ გასაჭირში იყვნენ და მიტოვებულები იყვნენ. მათ ვერავინ ვერ ეხმარებოდა და ისევ გაფიცული სოციალური მუშაკები ეხმარებოდნენ. თუმცა გაფიცვის გამო ხელშეკრულება და მანდატი შეჩერებული ჰქონდათ და მხოლოდ ტელეფონით შემოიფარგლებოდნენ", — აღნიშნა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სოციალური მუშაკები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს ქმნიან და აქტიური მოლაპარაკებების რეჟიმში გადადიან.
25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. გაფიცვას წინ უძღვოდა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
გაფიცვის პერიოდში ისინი შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს. რაც შეეხება სერვისების მიწოდებას, სამინისტრო აცხადებდა, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარები სერვისებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები უწყვეტად აწვდიან.
დღეს, 2 აპრილს სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპისთვის შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე
- სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან;
- სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება;
- 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს;
- გამარტივდა ექსპერტიზის ბიუროსთან ხელმოწერის პროცედურა;
- დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში;
- დაიგეგმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.
ამავე დროს, სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს შემდეგ საკითხებზე:
- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭოს შექმნა, რომელშიც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები;
- არ განხილულა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდა;
- საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე, უწყების შიგნით საკითხზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები