კანადაში აღმოაჩინეს ტირანოზავრი რექსი, რომელიც აქამდე ცნობილ ყველა ნიმუშზე დიდია
ზრდასრულ სპილოზე მძიმე, 9.8-ტონიანი ცხოველი გვაჩვენებს, რომ მტაცებელი დინოზავრები იმაზე დიდხანს ცხოვრობდნენ და მეტად იზრდებოდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კანადაში ნამარხი ნაშთების შესწავლისას ტირანოზავრ რექსის სახეობის აქამდე აღმოჩენილ ნიმუშთა შორის უმძიმესი წარმომადგენელი იპოვეს - ცხოველი სიცოცხლეში თითქმის ათ ტონას იწონიდა, რაც დღეს მცხოვრები სპილოების უმრავლესობის წონაზე ბევრად მეტია.
დინოზავრი ჟურნალ The Anatomical Records-ში წარუდგინეს საზოგადოებას. მისი ჩონჩხი დაახლოებით 65 პროცენტითაა აღდგენილი და მოიცავს თავის ქალას, თეძოებს, რამდენიმე ნეკნსა და ფეხის და კუდის ძვლებს. ტირანოზავრმა, ზედმეტსახელად სკოტი, თავისი სახეობის სტანდარტებით, მოხუცებულობამდე იცხოვრა, რაც ნიშნავს, რომ მან 28 წელს მაინც მიაღწია.
დაახლოებით 68 მილიონი წლის წინ კანადური ლანდშაფტი, რომელშიც სკოტი ბინადრობდა, სუბტროპიკული ზღვისპირა ოაზისი იყო, თუმცა მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა - დინოზავრის ნაპოვნ ძვალთა შორის იყო ერთ დროს გატეხილი და შეხორცებული ნეკნი, ორ კბილს შორის წამოზრდილი ძვალი (ინფექციის ნიშანი) და კუდის გატეხილი ძვალი - სავარაუდოდ, სხვა ტირანოზავრის ნაკბენის შედეგი.
"ამ დაზიანებებით თუ ვიმსჯელებთ, მტაცებელ დინოზავრთა მეფისთვისაც კი არ ყოფილა ცხოვრება ადვილი", - აცხადებს ნიზარ იბრაჰიმი, პალეონტოლოგი დეტროიტის მერსის უნივერსიტეტიდან, რომელსაც ამ კვლევაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ დიდი მტაცებელი დინოზავრები იმაზე მეტხანს ცოცხლობდნენ და მეტად იზრდებოდნენ, ვიდრე პალეონტოლოგები აქამდე ნაპოვნი ნამარხების მიხედვით ვარაუდობდნენ. ნაცნობ სახეობებს შორის რექსი ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმოდგენილი გადაშენებული დინოზავრია - მისი ოცზე მეტი ინდივიდის ნამარხია ამოცნობილი.
"მას შემდეგ, რაც სხვა თეროპოდების მეტ და მეტ ნამარხს აღმოვაჩენთ, სკოტის მათეულ ვერსიებსაც გადავაწყდებით: თითოეული სახეობის განსაკუთრებით დიდი ზომის და განსაკუთრებით მოხუც წარმომადგენლებს", - ამბობს კვლევაში მონაწილე მეცნიერთა გუნდის ლიდერი, სკოტ პერსონსი ალბერტას უნივერსიტეტიდან, - "არ გამიკვირდება, თუ ეს ცხოველები შეცვლიან ჩვენს წარმოდგენებს დინოზავრთა წონით დიაპაზონზე და ზოგიერთი მათგანი ტირანოზავრ რექსის ხელა ან მასზე დიდიც აღმოჩნდება".
მსხვილძვლიანი
სკოტის პალეონტოლოგები რეალურად 1991 წლიდან იცნობენ - სწორედ ამ წელს აღმოაჩინეს მისი ძვლები სასკაჩევანში, კანადაში. ტირანოზავრის ნამარხის პოვნის აღსანიშნავად გუნდს სადღეგრძელოს თქმა მოუნდა. ადგილზე სკოჩის ბოთლის გარდა ვერაფერს მიაგნეს - დინოზავრის ზედმეტსახელიც აქედან მოდის.
სკოტის ნარჩენების სრულ შესწავლას ორ ათწლეულზე მეტი დასჭირდა. ცხოველის უზარმაზარი ძვლები მჭიდროდ იყო შეზრდილი მკვრივ ლოდს, რამაც მათი გამოთავისუფლების პროცესი ძალიან გაართულა. როგორც კი ეს მოხერხდა, პერსონსის გუნდმა დინოზავრის ასაკისა და ზომის რეკონსტრუქცია შეძლო.
სკოტის ძვლების განივი კვეთის შედეგად დადგინდა, რომ მათი სტრუქტურა საოცრად ძლიერია და ადრე აღმოჩენილი სხვა, 28 წლის რექსის ძვლებისას ჰგავს. მისი წონა კი ბარძაყის ძვლის მიხედვით გამოანგარიშდა.
მრავალი ცოცხალი ცხოველის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო სქელია საყრდენი ძვალი, მით უფრო დიდია ცხოველის წონა. სკოტის ბარძაყის სიგანე ოცი სანტიმეტრია, რაც ნიშნავს, რომ მას დაახლოებით ცხრა ტონაზე მეტის დაჭერა შეეძლო. როდესაც წონის დადგენის იგივე მეთოდი გამოიყენეს სიუზე - სრული სახით ნაპოვნ სხვა ცნობილ ტირანოზავრზე, ნამარხი დაახლოებით 400 კილოთი მსუბუქი აღმოჩნდა.
მოქნილი და მუშა
ძვლის გაზომვის ეს მეთოდი უზადო არ არის. ცხოველები ჩონჩხს მხოლოდ უძრავად მყოფი წონის შესამაგრებლად არ იყენებენ - ძვლებმა ასევე მოძრავ სხეულსაც უნდა გაუძლონ. არსებობს რამდენიმე საბუთი იმისა, რომ ტირანოზავრები, შეიძლება, უფრო სწრაფები და მოქნილები იყვნენ, ვიდრე - დიდი მტაცებელი დინოზავრების სხვა სახეობები, მაგალითად, ადრეული ალოზავრები. ამიტომ, შესაძლოა, ტირანოზავრის ფეხი სირბილით გამოწვეული სტრესის საკომპენსაციოდ იყო ამხელა, რაც ნიშნავს, რომ ეს დინოზავრები იმაზე მსუბუქები იყვნენ, ვიდრე მკვლევარები ვარაუდობენ.
ამას გარდა, სხეულის მასა სიდიდის განსაზღვრის მხოლოდ ერთ-ერთი გზაა - ყველა მტაცებელ დინოზავრს სხეულის ერთნაირი აგებულება არ აქვს. ტირანოზავრებს უფრო ჩასკვნილი სხეულები ჰქონდათ, სხვა სახეობებს კი - უფრო გრძელი, გამხდარი აგებულება. მსგავსი მრავალფეროვნება, შეიძლება, რექსის სახეობის შიგნითაც კი იყოს მნიშვნელოვანი. მსგავსი ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას ამ სახეობის რამდენიმე უფრო "ტანწერწეტა" წარმომადგენელი იძლევა.
არც ერთი სახეობა არ აჩვენებს ამ პრობლემას უკეთ, ვიდრე სპინოზავრი - ნახევრად წყალში მცხოვრები დინოზავრი, რომელიც დღევანდელი ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ცხოველი, დინგიდან კუდის ბოლომდე, დაახლოებით 15 მეტრის სიგრძისა იყო, რაც რექსის ზომაზე მეტია. თუმცა როდესაც მისი წონა ბარძაყის ძვლის გარშემოწერილობის მიხედვით გამოითვალეს, ის მხოლოდ 1600 კილოგრამი აღმოჩნდა.
რეალურად, სპინოზავრი, დიდი ალბათობით, მეტს იწონიდა. დინოზავრი ცხოვრების დიდ ნაწილს წყალში ატარებდა, რაც მას უფრო პატარა სახსრებით ცხოვრებას უადვილებდა. ამასთან, მისი ძვლები სხვა მტაცებელ სახეობებზე უფრო მკვრივიც იყო - ეს თვისება ტივტივში ეხმარება დღეს მცხოვრებ ნახევრად წყალში ბინადარ დინოზავრებსაც - მაგალითად პინგვინებს.
"სპინოზავრი დადგენილ ჩარჩოებს არღვევს", - ამბობს იბრაჰიმი, რომელმაც სპინოზავრების ნარჩენები ხელახლა აღმოაჩინა, - "ის გამორჩეული თეროპოდია, რომელიც უნიკალურ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობდა - იგი მდინარის მონსტრს უფრო ჰგავს".
ამჟამად პერსონსის მზერა ისევ მიწისკენაა მიმართული. იგი აგრძელებს სკოტის ნარჩენების დეტალურ შესწავლას და ამჯერად ტირანოზავრის უზარმაზარი თვალის ბუდეებსა და თავის ქალიდან ამოზრდილ "რქებს" აკვირდება.
"დღეს თითქმის ყველა სკოტის სიდიდეზე ლაპარაკობს", - ამბობს ის, - "მაგრამ მე მასში პატარა დეტალები, მცირე უცნაურობები უფრო მხიბლავს".
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები