თქვენი დემოკრატიული მომავლის ინტერესშია, კერზაიას საქმის გამოძიება — 11 ევროპარლამენტარის წერილი ბახტაძეს
11 ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მოუწოდებს, სასწრაფოდ და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის საქმე. კიდევ ერთი წერილით ევროპარლამენტარებმა მიმართეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.
მამუკა ბახტაძის მისამართით შედგენილ წერილში ნათქვამია, რომ საჭიროა, დაზუსტდეს მის გარდაცვალებამდე შექმნილი გარემოებები:
"ჩვენთვის ცნობილია, რომ სიკვდილამდე ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს საავადამყოფოში, რამაც მოგვიანებით მისი სიკვდილი გამოიწვია. მან საჯაროდ განაცხადა და ასევე შეატყობინა სახალხო დამცველსაც, რომ ინტენსიურ ზეწოლას განიცდიდა, ჩართულიყო სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში... ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გამოვლენილ ყველა ხარვეზს მიაქცევს ყურადღებას. გვჯერა, რომ ეს საქართველოსა და მისი დემოკრატიული მომავლის საუკეთესო ინტერესია, გამოიძიონ ია კერზაიასა საქმე დროულად და ამომწურავად, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს".
წერილში საუბარია ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ანგარიშზე, რომლის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებული ინსპექციის მექანიზმი პოლიტიკური ზეწოლისთვის იყო გამოყენებული.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ მათთვის ცნობილია ფაქტი, რომ ჯამში ერთ წელში შვიდი ინსპექტირებიდან, არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ექვსი შემოწმება ჩატარდა, მათ შორის ზუგდიდის მე-6 სკოლაში.
ევროპარლამენტარები პრემიერ ბახტაძეს ახსენებენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ "საარჩევნო კამპანია მკაცრი რიტორიკით გამოირჩეოდა" და ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. წერილში საუბარია ეუთოს თანამომხსენებლების ანგარიშზეც, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა ეს მექანიზმები, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლისთვის.
წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ანა გომეში (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens/EFA), ნატალია გრაისბეკი (ALDE), ჯული ვარდი (S&D), ალინ სმიტი (Greens/EFA), ტუნ კელამი (EPP), ბარტ სტაესი (Greens/EFA), ტანია გონსალეს პენასი (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია(EPP) და ჟან ლამბერტი (Greens/EFA).
ია კერზაიას გარდაცვალების საქმე
ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.
სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები