ჩრ. კაროლინაში მოსწავლე გოგოებმა სკოლას უჩივლეს – მათ ფორმაში შარვლების დამატება მოითხოვეს
მოსამართლის განაჩენის თანახმად, ჩრდილოეთ კაროლინას Charter Day-ის სკოლაში გოგოებისთვის კაბის ჩაცმა სავალდებულო აღარ იქნება. სკოლის ფორმების გამო ბრძოლა 2016 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც მერვეკლასელმა კელი ბურკსმა კაბების ჩაცმის წინააღმდეგ პეტიცია წამოიწყო. როგორც ბურკსი ამბობს, ბიჭებისგან განსხვავებით, გოგოებს არ შეეძლოთ გაკვეთილის დროს ფეხი ფეხზე გადაეჯვარედინათ ან ყირაზე გადასულიყვნენ, რადგან მათ კაბა ამის საშუალებას არ აძლევდა. მის პეტიციას 100-ზე მეტი ხელმოწერა მალევე შეემატა, მაგრამ, როგორც მოსწავლე აღნიშნავს, მასწავლებელმა პეტიცია ჩამოართვა და იმის შემდეგ აღარც დაუბრუნებია. ამერიკის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დამცველმა ფედერაციამ სასამართლოში ამ საკითხზე სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ბურკსი და ორი სხვა მოსწავლე დაობს, რომ სკოლის უნიფორმათა პოლიტიკა დისკრიმინაციულია.
სკოლის წარმომადგენლის მიხედვით, პოლიტიკა ტრადიციულ ღირებულებებზეა აგებული. - "ჩვენ გვინდა ისეთი გარემოს შექმნა მათთვის, სადაც ახალგაზრდა მოსწავლეები ერთმანეთის დაფასებასა და პატივისცემას ისწავლიან." მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რა საერთო აქვს პატივისცემას გოგოებისთვის შარვლის ტარების აკრძალვასთან.
მოსამართლემ გოგოების მხარი დაიჭირა: - "მომჩივანებმა დაამტკიცეს, რომ გოგოები სპეციფიკური ტანსაცმლის მატარებელი ობიექტები არიან, რაც მათ თავისუფლად მოძრაობასა და გართობას უზღუდავს. საბოლოოდ, მათ კლასში არაკომფორტულად ჯდომა და შემდეგ ამაზე ფიქრი უწევთ, რაც ხელს უშლით მეცადინეობაში. სკოლას არანაირი საბუთი არ წარმოუდგენია იმისა, რომ ბიჭებისთვის იგივენაირი ბარიერი მოქმედებს."
"სკოლის კომიტეტი მოსამართლის შეხედულებების განხილვის პროცესშია და ახლო მომავალში იურისტთან შეხვედრასაც ვაპირებთ, რათა ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა განვიხილოთ." - ამბობს მიშელი, სკოლის დამფუძნებელი.
Charter Day-ის სკოლა ერთადერთი არაა, სადაც დისკრიმინაციული, სექსისტური წესები მოქმედებს. როგორც ნადრა ნიტლი წერს, ბევრი სკოლა ფორმებს არგუმენტით იცავს, რომ რეალურად ეს ერთ-ერთი გზაა, რათა სტუდენტებს ყურადღება არ გაეფანტოთ. მრავალი სკოლის შინაგანაწესში ცხადად ჩანს დისკრიმინაცია გოგოების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სტუდენტს ეხება, რომელსაც ლიფის ჩაცმა დაავალდებულეს და თუ არ ჩაიცვამდა, მაშინ ძუძუსთავებზე პლასტირები უნდა დაეკრა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კაროლინას სკოლას, მოსწავლე, რომელმაც სარჩელი შეიტანა სასამართლოში, იქ აღარ სწავლობს. "ერთადერთი, რაც მინდოდა, არის ის, რომ ჩემს შვილსა და მის კლასელ გოგონებს საკუთარი აზრი ჰქონოდათ და ჩაეცვათ შარვალი მაშინ, როცა მოესურვებოდათ, ეთამაშათ თავისუფლად და გაკვეთილზე კომფორტულად მსხდარიყვნენ", - ამბობს ბონი პელტიერი, ერთ-ერთი სტუდენტის დედა.
"ჩვენ მოხარული ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ სკოლას სწორედ სასამართლოს ჩარევა დასჭირდა, რათა დისკრიმინაციული წესი შინაგანაწესიდან ამოეღო და ეღიარებინა, რომ 2019 წელია და გოგოებს აქვთ შარვლის ჩაცმის უფლება", - ამატებს ის.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები