დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?
საქმიანი ტურიზმი, იგივე MICE, არა მარტო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა, არამედ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი ბიზნესსექტორიცაა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების განვითარებას და, ასევე, პროფესიულ ზრდას, რადგან მსგავს ღონისძიებებზე დამსწრე პირები, უმეტესწილად, თავისი სფეროს ლიდერები არიან. ეს კი იძლევა ცოდნის გაზიარების საშუალებას და შესაძლებელს ხდის გლობალურ დონეზე თანამშრომლობას.
საქმიანი ტურიზმის განვითარება საქართველოს ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ ამოცანადაა დეკლარირებული.
თბილისში არსებული დიდი სასტუმრო ცენტრებიც ასეთი ტიპის სერვისზეა ორიენტირებული. ეს კი მომავალში უზრუნველყოფს, რომ საქართველოს დედაქალაქი გახდეს შეხვედრების, ღონისძიებებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი.
ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ პირველ მარტს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გაიხსნა.
ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სწორედ ამ სასტუმრომ მისცა თბილისს პირველად შესაძლებლობა, საერთაშორისო ბიზნესშეხვედრებისთვის ემასპინძლა. ამის გათვალისწინებით, შერატონის, როგორც MICE ექსპერტის, დაბრუნება უკვე თავისთავად საინტერესო მოვლენაა, მით უფრო, რომ განახლებულ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის რუსუდან ძიგრაშვილის თქმით, შეხვედრების ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს:
"დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა. შერატონი კი, თამამად შეიძლება ითქვას, სერიოზული პოტენციალია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარებისთვის. - გვეუბნება შერატონის პიარმენეჯერი და მოკლედ აღგვიწერს განახლებული სასტუმროს რესურსს, - განახლებულ სასტუმროს აქვს უმაღლესი დონის საკონფერენციო ინფრასტრუქტურა MICE ტურიზმის 4-ივე მიმართულებისთვის: Meeting – საქმიანი შეხვედრებისათვის; Incentive - საქმიანი წამახალისებელი ტურებისთვის კომპანიის თანამშრომლებისთვის; Conferences – კონფერენციებისა და კონგრესებისთვის; Exhibitions – გამოფენებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის. სასტუმროს დაემატა ოთახების რაოდენობა და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, გაიზარდა საკონფერენციო დარბაზების ფართობი.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი მზად არის, უმასპინძლოს მასშტაბურ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეხვედრებს უახლესი ტექნიკით სრულად აღჭურვილ 2 600 მ² საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში, 11 ოთახში საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელთა შორის ყველაზე დიდი 1 000 მ² ფართობზეა განთავსებული. ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში ერთდროულად 2 000-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მაქვს მსოფლიო კლასის სერვისზე და საუკეთესო კულტურულ და კულინარიულ შეთავაზებებზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ მასპინძლობისას არასდროს ვივიწყებთ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, რომლებიც, ჩვენს შემთხვევაში, შერწყმულია საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებთან".
თქვენ რომ უცხოელი იყოთ, ჩამოხვიდოდით საქართველოში ტურისტული მიზნით ან, სულაც, ბიზნესტურით, კონგრესის, კონფერენციისა თუ გამოფენის გასამართად?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვაზე დღეს არაერთი საერთაშორისო ექსპერტი დადებითად პასუხობს და მიზეზად ის მოჰყავს, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, საუკეთესო პირობები აქვს საქმიანი შეხვედრებისა და საკონფერენციო ტურიზმის წარმატებით განვითარებისთვის.
და მაინც, რუსუდან, რატომ უნდა აირჩიონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფერენციების ჩასატარებლად სწორედ საქართველო და, კერძოდ, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი?
ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის - ცენტრალური მდებარეობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში; ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქცია; MICE-ს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი; მაღალი კულტურული და ტურისტული პოტენციალი.
ხოლო იმის შესახებ, რატომ უნდა აირჩიონ საქმიანი შეხვედრებისთვის ჩვენი სასტუმრო, მოკლედ გეტყვით: როცა ბიზნესკომპანია მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს, მის ორგანიზებაში 100 პროცენტით საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ასეთი საიმედო პარტნიორია შერატონი — თავისი ინფრასტრუქტურული რესურსითა და გუნდით, რომელსაც აქვს გამოცდილება, მოტივაცია, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი ხარისხი. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს ჩვენი ქვეყანა შევაყვაროთ, რათა მერე თავიანთ ქვეყანაში მოჰყვნენ, რა ისწავლეს ჩვენთან სტუმრობისას. ამის მისაღწევად ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს; ვიცით, დამატებით რა შეიძლება სჭირდებოდეს უცხო ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანს ყველაზე მეტად და როგორ ვაგრძნობინოთ თავი კომფორტულად. ვცდილობთ, ჩვენი სტუმრების მოლოდინებს გადავაჭარბოთ. აი, ამიტომ გირჩევთ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში მობრძანებას.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები