პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩააგდო
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს. ინიციატივის ავტორები ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა პარლამენტარები იყვნენ.
საკითხის კენჭისყრამდე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. სადავო ის ჩანაწერი გახდა, რომლითაც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა იკრძალებოდა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში და ამ დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, უმრავლესობა კანონპროექტს მაშინ დაუჭერდა მხარს თუ აკრძალვის ნაცვლად შეზღუდვა ჩაიწერებოდა და რადიუსის სიგრძეც გადაიხედებოდა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უმრავლესობას კანონპროექტის ჩაგდება იმიტომ უნდა, რომ თავად მათი გუნდის წევრი აღარაა.
"ეს იყო დირექტივა, რომ მხარი არ დაუჭირო. ამ კანონპროექტის ავტორი არის 6 კაცი, რომელიც ახლაც უმრავლესობაშია. 200, 100, 150, 300 მეტრი არის მეორე მოსმენის საკითხი. თუ პრინციპულად საკითხს ეთანხმებით, მეორე მოსმენაზე შესაძლებელია კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს. ჩემი კანონპროექტი არ არის, ნუ უყურებთ ჩემს კუთვნილებად, მე კი არ დამიჭიროთ მხარი, ხალხის ინტერესს დაუჭირეთ მხარი. თქვენ დაირქვით ეს კანონი, საერთოდ არ ვახსენებ ჩემს სახელს, ოღონდ კანონი მიიღეთ ხალხისთვის", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მამუკა მდინარაძემ დეპუტატს შესთავაზა, რომ კანონპროექტში ის ცვლილება შეიტანოს, რომელზეც უმრავლესობა საუბრობს და მხარს დაუჭერენ. მისივე თქმით, კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა სიტყვები "აკრძალვა" და "შეზღუდვა" მეორე მოსმენაზე განსახილველი საკითხი არაა.
"შემოიტანეთ ამ დათქმებით, რაზეც ვართ შეთანხმებულები და დავუჭერთ მხარს. მეორე მოსმენის საკითხი არ არის, აკრძალვას ეხება თუ შეზღუდვას, თუ ამის გაკეთება გინდოდათ თავის დროზე გაგეკეთებინათ, სამომავლო თემას წინასწარ როგორ უნდა ვუყაროთ კენჭი", — განაცხადა მდინარაძემ.
კანონპროექტზე მსჯელობაში ოპოზიციაც ჩაერთო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პროცედურული ხრიკის გამოყენებით უმრავლესობა ცდილობს ჩააგდოს კანონპროექტი იმიტომ, რომ მისი ავტორი უმრავლესობის რიგებში აღარ არის.
"ასეთი საქციელი ძალიან უხერხულია, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეების მოხსნა, იმიტომ რომ თქვენს რიგებში აღარ არიან და უცებ გაგება, რომ ისინი თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებენ, ასევე დელეგაციებიდან გარიცხვა, რაც არ შეესაბამება საპარლამენტო ეთიკას და აყენებს ჩრდილს პარლამენტარიზმის განვითარებას", — თქვა დეპუტატმა.
ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარმოდგენილ ვერსიას დაეთანხმა ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე და თქვა: არათუ რეკლამა აიკრძალოს, არამედ თამაშები უნდა იყოს აკრძალული, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტებისა, რადგან გააუბედურა ახალგაზრდები".
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი გადადონ, საკითხებზე შეჯერდნენ და ამის შემდეგ უყარონ კენჭი.
ხმაურის გამო, სოფო კილაძის ნათქვამი ვერ გაიგო ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა და სიტყვით გამოსვლის დროს იგივე ინიციატივა წამოაყენა კენჭისყრის გადადების შესახებ.
ქართული ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაკვირვება გამოხატა, რომ ინიციატორი საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს.
"ხალხის სასიკეთოდ არაფერი მიგიღიათ და რაღა ამას მიიღებთ, ჯობია კენჭი ვუყაროთ", — თქვა ჭიჭინაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ გუშინ საღამოს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს და გაკვირვებულია, რა შეიცვალა დილით.
"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ გვქონდა შეთანხმება, მეგობრული, რაც ახასიათებს ჩვენს ურთიერთობას და საქმიანი. რა მოხდა დღეს, არ ვიცი, შევთანხმდეთ, რომ ერთიანი პრინციპით გავიტანოთ, არაფერი უნდა ამას, გარდა სწორი ნებისა. გუშინ ჩემთვის გაურკვეველი პროცესი მოხდა საღამოს, რამაც დღეს დილას ვნებათაღელვა გამოიწვია", — თქვა დეპუტატმა.
აბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და კანონპროექტის ინიციატორის ლევან გოგიჩაიშვილის მოთხოვნით კანონპროექტს კენჭი უყარეს და ჩააგდეს.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები