ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა #338-ში 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნეშტებს 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალავენ. მათივე ინფორმაციით, 4 სამაროვანი გათხარეს.