კატები საკუთარ სახელებს ცნობენ, თუმცა არ იმჩნევენ — კვლევა
კატებმა დიდი შანსია არ გაგრძნობინონ, თუმცა ცნობენ, როცა მათ სახელს ეძახით. ამის შესახებ იაპონიის სოფიას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების თქმით, წარსულში ჩატარებული კვლევებით დასტურდებოდა, რომ ძაღლები, თუთიყუშები და დელფინები ადამიანების ხმოვან სიგნალებზე რეაგირებდნენ, თუმცა უცნობი იყო, კატებსაც ესმოდათ თუ არა ადამიანების ხმები.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა დადასტურდა, რომ სახლში მცხოვრებ კატებს სხვადასხვა სიტყვებში საკუთარი სახელების გარჩევა შეუძლიათ.
"კატების უამრავმა პატრონმა იცის, რომ მათ ცხოველებს საკუთარი სახელები ესმით, თუმცა ეს მეცნიერებას აქამდე არ დაუმოწმებია", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი აცუკო საიტო.
იმის გამო, რომ კატების გაწვრთნასა და ადამიანების სიტყვებზე მათ ქცევით პასუხს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მეცნიერების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კვლევისას ის მეთოდი არ გამოეყენებინა, რასაც ძაღლების შესწავლისას მიმართეს.
კატები მათთვის ჩვეულ გარემოში იყვნენ, როცა ერთი და იგივე ინტონაციით მათ გასაგონად რთავდნენ ოთხ სიტყვას, რომელსაც მათი სახელი მოჰყვებოდა.
ვიდეოებში ჩანდა, რომ საკუთარ სახელზე ისინი ყურის აწევით, თავის შემობრუნებით ან კუდის გამოძრავებით რეაგირებდნენ. ცოტა მათგანი კი საკუთარ სახელს "მიაუთი" პასუხობდა.
მეცნიერების თქმით, შედეგები, რომლებიც თითოეული კატის რეაგირების 4-პუნქტიან შკალაზეა დამყარებული, აჩვენებს, რომ კატებს სხვა სიტყვებისგან საკუთარი სახელის გარჩევა შეუძლიათ.
პირველ ტესტში, თითოეულ კატას ასმენინებდნენ მათი სახელის სიგრძისა და ჟღერადობის მსგავს ოთხ სიტყვას, რომლებსაც მათი პატრონები ამბობდნენ. 16-დან 11-მა კატამ ქცევაში გამოავლინა, რომ პატრონის ხმები ამახსოვრდებოდა. 9 კატამ საკუთარ სახელზე ყურები ასწია.
ექსპერიმენტი მოგვიანებით კატების სხვა ჯგუფში განმეორდა, სადაც მათ უცნობის ხმებით მიმართავდნენ. მესამე სცენარში კი პატრონის ხმები იმ კატებს მოასმენინეს, რომლებიც სახლში ან თავშესაფარში სხვა კატებთან ერთად ცხოვრობდნენ.
საიტოს სიტყვებით, აშკარა არ იყო, რომ კატები ხვდებოდნენ, მათი სახელი რომ სახელს ნიშნავდა:
"არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კატებს საკუთარი ვინაობის აღქმა შეუძლიათ. მათთვის სახელი იყო ასოციაცია, რომელიც დაჯილდოებას ან დასჯას გამოხატავდა".
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კატები ყურადღებას ავლენდნენ "მიმართვისას". იმის მიუხედავად, ეს ხმა უცნობის იყო თუ პატრონის.
"ისინი ისე არ გვპასუხობენ, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა კატებს იმაზე მეტად ესმით ადამიანების, ვიდრე ჩვენს უმრავლესობას წარმოუდგენია", - დასძენს მკვლევარი.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები