გაიცანით კიდევ 15 სახელისუფლებო ტროლი — MDF-ის კვლევა
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც 15 ყალბი პროფილია გამოვლენილი. კვლევის მიხედვით, გამოვლენილი 15 პროფილიდან 11 რუსული სოციალური ქსელების — ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) მომხმრებლების სახელსა და გვარს იპარავს, 2 — სერიალის პერსონაჟების, 1 — ფეისბუქმომხმარებლის და ჟურნალ ლიბერალის თანამშრომლის, ხოლო 1 — თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.
MDF-ის ცნობით, ამ სექციაში ყვითლად მონიშნულია ის პროფილები, რომლებიც ტროლებს მეგობრებში ჰყავთ დამატებული და ისინიც სხვა ადამიანების სახელსა და გვარს იპარავენ. ამასთან, კვლევის მიხედვით, ისინი ერთმანეთის ფოტოებს, კომენტარებს და პოსტებს იწონებენ და ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან. კვლევის ავტორის თქმით, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ აღნიშნული პროფილები ერთი ანგარიშიდან იმართება.
კვლევის მიხედვით, გამოვლენილი ყალბი პროფილები მმართველი პარტიის ან ცალკეული უწყებების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ. ეს გზავნილები კი მმართველი პარტიის პოზიციებს ემთხვევა.
MDF-ის ინფორმაციით, ტროლები იდენტურ კომენტარებს ტოვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის მიერთების გეგმასა და აბასთუმნის ტუპდისპანსერის ადგილზე სასტუმროს აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კვლევის მიხედვით, ტროლები კომენტარებში ან გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს აყენებდნენ ეჭვქვეშ ან სასტუმროს აშენების მიზანშეწონილობას ასაბუთებდნენ.
კვლევის მიხედვით, ტროლები აქტიურად ალაიქებენ და აზიარებენ სხვადასხვა სამთავრობო ფეიჯებიდან ფოტოებსა და პოსტებს. 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს ყველაზე ხშირად მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.
25 თებერვალს მედიის განვითარების ფონდმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრული იყო სამთავრობო ტროლი Avtandil Kereselidze. ფონდმა დაადგინა, რომ რეალურად ეს ადამიანი არ არსებობს და ფოტოები მომხმარებელ Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს. მოგვიანებით, ეს ყალბი პროფილი ფეისბუქიდან გაქრა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები