ჭოველიძე "გამორჩათ", ბეჟანიშვილის ოჯახს "ვერ დაუკავშირდნენ" — პრეზიდენტის 9 აპრილი
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული გმირების ჩამოთვლისას 16 წლის თამარ ჭოველიძე გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი შეცდომით წაიკითხა. თამარ ჭოველიძის მამამ არკადი ჭოველიძემ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. ბეჟანიშვილის დედა, ლალი ყანჩაველი კი მიღებაზე არ დაპატიჟეს.
ამ საკითხებზე პრეზიდენტმა მედიასთან განმარტება არ გააკეთა და ლიფტთან შეკრებილი ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. არკადი ჭოველიძემ ტოქშოუ რეაქციაში განაცხადა, რომ შეურაცხყოფილი და დამცირებულია.
"რამდენად ხშირად ახსენებენ თამუნას ჩემი ცხოვრების მიზანიც და მიზეზიც ესაა. ჩემთვის ეს შვებაა. ეტყობა, ქალბატონი პრეზიდენტისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, მივედი, არც არავინ დამხვდა, შევედი, სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავი, სკამებზე სულ უმრავლესობა იჯდა და შევარდნაძის პარლამენტი გამახსენდა. დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია, 30 წლის შემდეგ. მე რა ვიცოდი, რომ ასე უგულოდ მომექცეოდა, კედელს მივეყუდე და ვუსმენდი. ვფიქრობდი, ახლა საქართველოს პრეზიდენტი თამრიკოს ახსენებს, ეს არის წყალწაღებული ხავსს მოჭიდება, ჩაიკითხა სია და გავთავდი კაცი, საერთოდ არ უხსენებია, გვარი არ უხსენებია. აღარასოდეს აღარ წავალ არც ერთ შეხვედრაზე", — განაცხადა არკადი ჭოველიძემ.
მისი თქმით, ხმამაღლა გამოთქვა წყენა, ელოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულს იტყოდნენ მის შვილზე.
"რატომ დამპატიჟეს, თუ თამრიკოს არ ახსენებდნენ. რატომ ამიგდეს მასხრად? რატომ დასცინეს ჩემს შვილს. მაშინ ვერ დავიცავი და ძალიან განვიცდი და ვნანობ", —განაცხადა ჭოველიძემ.
"როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია მომხდარს. მისი თქმით, გვარის გამორჩენა ტექნიკური შეცდომა იყო.
"შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე", — განმარტა ლაშა ჟვანიამ.
ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლეილა ბეჟანიშვილმა, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მხოლოდ მას შემდეგ დაურეკეს, რაც სალომე ზურაბიშვილს მისი დაღუპული შვილის გვარის წაკითხვა შეეშალა და ამის გამო ბოდიში მოუხადეს. თუმცა, მისთვის არ განუმარტავთ, მიღებაზე რატომ არ დაპატიჟეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის — ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.
"ჩვენ, ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა?! ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო. ბეჟანიშვილის გვარი ჩვეულებრივად იქნა წაკითხული", — განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
ეკა ბეჟანიშვილი – 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ქართველი მომიტინგე. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე. იგი წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაჯილდოვდა "საქართველოს გმირის" წოდებით და მიენიჭა "საქართველოს გმირის ორდენი".
თამარ ჭოველიძე
თამარ ჭოველიძე — 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ქართველი მომიტინგე. იყო თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაჯილდოვდა "საქართველოს გმირის" წოდებით და მიენიჭა "საქართველოს გმირის ორდენი".
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
კომენტარები