29 წლის ქეითი ბაუმანი – ახალგაზრდა მეცნიერი შავი ხვრელის ფოტოს ალგორითმის მიღმა
10 აპრილი მეცნიერების ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება დღედ, როცა შავი ხვრელის ფოტო პირველად ვიხილეთ.
ჩვენგან 50 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული შავი ხვრელის რეალური ფოტო გასაჯაროვებისთანავე ვირუსული გახდა, ისევე როგორც, ქეითი ბაუმანის, 29 წლის ქალი მეცნიერის სურათი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ასტრონომიულად მნიშვნელოვან მოვლენაში.
გავრცელებულ პოსტში მკვლევარს შავი ხვრელის ფოტო საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე აქვს გახსნილი.
"ეჭვით ვუყურებ ჩემ მიერ შექმნილ შავი ხვრელის პირველ ფოტოს რეკონსტრუქციის პროცესში", - წერია ფოტოს აღწერაში.
3 წლის წინ MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის) დოქტორანტურის სტუდენტმა ქეითიმ შექმნა ალგორითმი, რომელმაც საბოლოოდ შავი ხვრელის ფოტომდე მიგვიყვანა. ეს იმ ალგორითმთაგან ერთ-ერთი იყო, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ტელესკოპების მონაცემები ერთ სურათად ერთიანდებოდა.
The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაუმანმა აღნიშნა, რომ პროექტის დაწყებამდე შავი ხვრელების შესახებ არაფერი იცოდა.
"უკვე ექვსი წელია ამ პროექტზე ვმუშაობ. გასულ წელს სურათის შექმნის პროცესზე საუბარი საბოლოოდ აგვეკრძალა. ოჯახის წევრებისთვისაც კი არ შეიძლებოდა რაიმეს თქმა. საოცარი შეგრძნებაა, რომ უკვე შემიძლია ღიად საუბარი", - თქვა მან.
"ბაუმანი სურათზე მომუშავე ჯგუფის შეუცვლელი წევრი იყო", - განაცხადა ვინსენტ ფიშმა, MIT-ის ობსერვატორიის მკვლევარმა მეცნიერმა, - "სწორედ მას ეკუთვნის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომ შავი ხვრელის ფოტო ბევრი რამით შეიძლება ჰგავდეს იმ ფოტოებს, რომელთაც ჩვენი მობილურებით ვიღებთ. ასეთ ფოტოებს კონკრეტული მონაცემები აქვთ. თუ იცი, როგორია ერთი პიქსელი, შეგიძლია იწინასწარმეტყველო, როგორი იქნება მის გვერდით მდებარე პიქსელი".
როცა ფოტოებზე ვსაუბრობთ, არსებობს არეები, რომლებიც უფრო გლუვია და არეები, რომელთაც მკაცრი საზღვრები აქვთ. ასტრონომიულ სურათებს ასეთივე მახასიათებლები აქვთ, ასე რომ მათემატიკურად შეიძლება ამ მონაცემების გამოთვლა.
რა თქმა უნდა, პროექტზე უფროსი მეცნიერებიც მუშაობდნენ, თუმცა ტელესკოპებიდან მიღებული ინფორმაციის ვიზუალიზაციაზე სწორედ ბაუმანის მსგავსი ახალგაზრდა მკვლევარები იყვნენ დასაქმებულნი.
29 წლის მეცნიერი ამ შემოდგომაზე კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში იწყებს ლექციების წაკითხვას.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები