სკაივოკერის აღზევება: ნახეთ, ვარსკვლავური ომების მეცხრე ეპიზოდის პირველი ტიზერი
და, აი, ისიც, დისნეიმ ვარსკვლავური ომების მეცხრე და ამ ტრილოგიის ბოლოს ეპიზოდის პირველი ტიზერი გვაჩვენა. როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ახალ ეპიზოდს სკაივოკერის აღზევება (The Rise Of Skywalker) ჰქვია.
ტიზერის პირველი რამდენიმე წამი ჩვენ ვხედავთ რეის, რომელიც უდაბნოშია და მძიმედ სუნთქავს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური ომების მეშვიდე ეპიზოდიც პირველი ტიზერიც მსგავსად იწყებოდა: ფინი უდაბნოში იდგა და მძიმედ სუნთქავდა.
კადრების პარალელურად ჩვენ გვესმის მერვე ეპიზოდში გარდაცვლილი, ლუკ სკაივოკერის, უკანასკნელი ჯედაის სიტყვები: "ჩვენ გადმოგეცით ყველაფერი, რაც ვიცით. ახლა შენში ათასობით თაობა ცხოვრობს. მაგრამ ეს შენი ბრძოლაა". რეი იღებს ლუკის მსგავს, ლურჯ ლაითსეიბერს და მისკენ მომავალ, მტრულად განწყობილ მფრინავ ხომალდს ელოდება.
სად ხდება მოქმედება მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. შესაძლოა, ეს ტატუინი ან რეის მშობლიური პლანეტა ჯაკუა, ან უზარმაზარი გალაქტიკის ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი პლანეტაა. ლუკ სკაივოკერის სიტყვებით თუ ვიმჯელებთ, რეის წინ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის, რომელიც მის მომავალს საბოლოოდ გადაწყვეტს.
რეის კადრების შემდეგ ჩვენ ვხედავთ კაილო რენს, რომელიც ბრძოლით ტყეში გზის გაკვლევას ცდილობს. კადრი გადადის კაილო რენის შეკეთებულ ჩაფხუტზე, რომელიც მან მერვე ეპიზოდში მრისხანების დროს დაამტვრია.
დაპირებისამებრ ამ ეპიზოდში პირველად ვნახავთ ასაკოვან ლანდო კარლისიანს, ჰან სოლოს ძველ მეგობარს, რომელიც ჩუბაკასთან ერთად გალაქტიკაში ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ხომალდში, ათასწლეულის შევარდენში (Millennium Falcon) ზის.
ყველაზე ემოციური კი პრინცესა ლეიას ხილვაა. ლეიას შემსრულებელი, კერი ფიშერი მერვე ეპიზოდის დასრულების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ პრინცესა ლეია მეცხრე ეპიზოდში არ გამოჩნდებოდა, თუმცა პროდიუსერებმა გადაიფიქრეს. ახალ ეპიზოდში წინაეპიზოდის დროს გადაღებული, გამოუყენებელი კადრები ჩასვეს.
ტიზერში ვხედავთ, რომ ლეია რეის ეხუტება და ისევ ლუკ სკაივოკერის ხმა გვესმის: "ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით"
მეცხრე ეპიზოდის ტიზერი კი ბუნდოვნად მთავრდება. რეი თავის მეგობრებთან ერთად რაღაცის ნამტვრევებს უყურებს. შესაძლოა, ეს სიკვდილის ვარსკვლავის ნამტვრევებია. ამავე დროს, კი შემზარავად ბოროტი სიცილი ჩაგვესმის და როგორც ვარსკვლავური ომების ფანები ამბობენ, ის ძალიან ჰგავს უმაღლესი კანცლერის, პალპატინის ავისმომასწავებელ სიცილს.
როგორც ჩანს, მეცხრე ეპიზოდი ბევრ სიურპრიზს გვპირდება. ცნობილია, რომ მესამე ტრილოგიით სკაივოკერების ამბავი საბოლოოდ დასრულდება და ესტაფეტა ახალ თაობას გადაეცემა.
მეშვიდე ეპიზოდში ჩვენ ტრაგიკულად დავკარგეთ ჰან სოლო, ხოლო მერვე ეპიზოდში ლუკ სკაივოკერმა გმირულად განუტევა სული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეუდარებელი სამეულის ბოლო წევრის, ლეია ორგანას სიკვდილს ვიხილავთ? არ ვიცით, თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირს.
მეცხრე ეპიზოდის რეჟისორი და სცენარისტი ჯეი ჯეი აბრამსია, კომპოზიტორი კი უცვლელად ლეგენდარული — ჯონ ვილიამსი. მესამე ტრილოგიის ბოლო ნაწილს კინოთეატრებში დეკემბერში ვიხილავთ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები