დარღვეული პირობა — რატომ განიხილავს ოცნება მოსამართლეების კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დეპუტატების ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მოითხოვენ, რომ ქართული ოცნების კანონპროექტი უზენაესის მოსამართლეების არჩევის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ განიხილონ. როგორც ოპოზიციისთვის, ისე სასამართლოს თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ დაარღვია პირობა ქართულმა ოცნებამ და კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნამდე დაიწყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ, 16 აპრილს გამოაქვეყნდება და გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს პლენარული განხილვების დროს გაითვალისწინებენ. ის უარყოფს ბრალდებას, რომ მმართველი გუნდი პროცესის დაჩქარებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მოითხოვა.
ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ კომიტეტზე კანონპროექტს განიხილავენ და პირობა, რომელიც დადეს ვენეციის კომისიასთან იქნება დაცული.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რეგლამენტის თანახმად ამ კვირაში კომიტეტი ვეღარ ჩაინიშნებოდა და პროცესი ორი კვირით გადაიდებოდა.
"გვიწევდა ამ პროცესის ორი კვირით გადადება, ახალი რეგლამენტის თანახმად პლენარულ კვირაში კომიტეტის ჩატარება დაუშვებელია. დღეს გვქონდა ერთადერთი კვირა, როცა შეგვეძლო გვემსჯელა საკითხზე მეორე მოსმენით, პლენარული სხდომა იძლევა კარგ საშუალებას გავაანალიზოთ ეს შენიშვნები და ავსახოთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ორი კვირით გადადება, მაშინ როცა უზენაესი სასამართლო არის წარმოუდგენელ ვითარებაშია და 10 მოსამართლეა, ნაცვლად 28-სა და რამდენიმე თვეში კიდევ ორი მოსამართლე გამოაკლდება და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და ინტერესი მათი უფლებები იყოს დაცული და კიდევ ამის გადავადება შექმნის პრობლემას. არამგონია ჩვენ გვქონდეს იმის დრო, რომ კიდევ ორი კვირით გადავდოთ ეს პროცესი",— განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დამატებითი განმარტება გააკეთა არჩილ თალაკვაძემაც. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად სასესიო კვირაში მხოლოდ ორშაბათს არის შესაძლებელი კომიტეტის ჩატარება და ამიტომ ტარდება ორშაბათს.
ევროპული საქართველოს დეპუტატის ირაკლი აბესაძის თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა იმსჯელონ კომიტეტზე ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე.
"ქართული ოცნება ქმნის პრობლემას, მიჰყავს თითქოს ცაიტნოტისკენ, ჩიხისკენ სიტუაცია და იქიდან გამოსავალს გვთავაზობს გმირობად, გაუგებარია, რატომ უნდა ვიმსჯელოთ კომიტეტზე ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე. საკომიტეტო მოსმენაზე ვენეციის კომისიის დასკვნების არგანხილვა, ნიშნავს რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოწყვეტილი იქნება ამ მსჯელობას, თუ გაინტერესებთ ამ ადამიანების [არასამთავრობო სექტორის] აზრი, არ ექნებათ საშუალება ამ დისკუსიაში ჩავრთოთ", — განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, საკითხის განხილვის გადადებაზე უარის თქმა იმიტომ, რომ ორი კვირით გადავადდება სასამართლოში სიტუაციის გამოსწორება, ნამდვილად ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ სურს მსჯელობა.
"ეს პროცესი არანაირად განსხვავდება იუსტიციის საბჭოში კლანის მიერ წარდგენილი სიის დამტკიცების პროცედურისგან. 5 წუთში მიიღებ გადაწყვეტილებას მსჯელობისა და განხილვის გარეშე, თუ ერთ თვეში ამაში განსხვავება არ არის. გვესმის, რომ ჩქარობთ დააკანონოთ ის სტატუსქვო სასამართლოში, რომელიც ივანიშვილს მოსწონს და არ მალავს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანებს და მივცეთ ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება", — განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მან დასძინა, რომ სწრაფ მართლმსაჯულებასთან ერთად ადამიანების ინტერესია სამართლიანი მართლმსაჯულება.
"ორკვირიანი გადადება არ ნიშნავს სასამართლოს დაღუპვას, სასამართლო სისტემის უფსკრულისკენ ხელისკვრას ნიშნავს ის, რასაც თქვენ ახლა გააკეთებთ",— თქვა დეპუტატმა.
ანრი ოხანაშვილმა ირაკლი აბესაძის განცხადებას "უხერხული" უწოდა. მისი თქმით, მოსამართლეების არჩევის წესის განხილვა 5 თვეა მიმდინარეობს და ოპოზიცია ამ ხუთთვიან ვადას დაჩქარებულს უწოდებს, რაც უსაფუძვლოა.
"სად არის თქვენი ლოგიკა? უხერხულია, ამ პოზიციას რომ აფიქსირებთ. არასამთავრობოებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ყველა ფორმატში ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. გამჭვირვალედ, გახსნილად, საჯაროდ, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ პროცესში ჩართულიყო. დავწერეთ პროექტი, რომელზეც დარწმუნებულები ვართ, რომ არის საუკეთესო პროექტი და არ გვაქვს პრობლემა, რომ გავაცნოთ საერთაშორისო ექსპერტებს და არ გვაქვს იმის შიში, რომ ამ პროექტით პრობლემები შეგვექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ გადავაგზავნეთ და ვთქვით და დავაანონსეთ და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს ვთქვით და ახლა გამოდიხართ და ამბობთ, რომ ჩვენ ვჩქარობთ და არ გვინდა ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინება", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილს უპასუხა თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ საზოგადოების წნეხის გამო მოუწიათ 5-თვე ამ პროცესის გადატანა. მისი თქმით, თუ კანონპროექტის განხილვა გადაიდება ყველა მხარე მხარეს შეეძლება განხილვაში მონაწილეობა და არა მხოლოდ დეპუტატებს.
ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია კი დაინტერესდა, ხომ არ იცის ქართულმა ოცნებამ, რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და ამიტომ ჩქარობს.
"რამე წინასწარი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ დასკვნის შესახებ? ასეთი უპირატესობა ხომ არ გაქვთ? ანუ წინ გინდათ წაიგდოთ საქმე. შევთანხმდეთ, რომ წავიგდოთ წინ, მაგრამ კენჭი არ ვუყაროთ ამ საკითხს. მოდი განვიხილოთ, მაგრამ სანამ არ ვნახავთ იმ ორგანიზაციის დასკვნას, რომელსაც თქვენი უაღრესად კეთილი ნებით მიანიჭეთ უპირატესობა. ვინმეს მიაჩნია, რომ ნორმალურია ვენეციის კომისიის დასკვნამდე ამის განხილვა ნორმალურია?", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები